USD 2.8378

EUR 2.9317

TRY 0.0789

GBP 3.5237

RUB 0.028576

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Waime Spices-ის  ახალი ფილიალები თბილისში ორ თვეში გაიხსნება

Waime Spices-ის ახალი ფილიალები თბილისში ორ თვეში გაიხსნება

2023-06-07 15:00:02

სანელებლების მწარმოებელი ქართული კომპანია Waime Spices-ის ფართოვდება. კომპანია დაახლოებით 2 თვეში თბილისში - საბურთალოსა და დიღომში ორ ახალ ფილიალს გახსნის.

სულ ცოტა ხნის წინ კომპანიამ მაღაზია გახსნა უნგრეთში, რაც ქვეყნის ფარგლებს გარეთ პირველი ფილიალია. როგორც კომპანიის დამფუძნებელი გიორგი გოგია Business insider Georgia- თან ამბობს, მათ გეგმაშია, სხვადასხვა ქალაქებში - თბილისსა და ქვეყნის გარეთ 10 მაღაზიის გახსნა.

„სანელებლების ბაზარი მთელ მსოფლიოში მზარდია. ყველა დროის ერთ-ერთი მოთხოვნადი პროდუქტია და ეს ტენდენცია გრძელდება საუკუნეების განმავლობაში. უბრალოდ, უფრო მეტად იხვეწება და იზრდება ასორტიმენტი, ასევე მომხმარებლის მხრიდან დამოკიდებულებაც შეცვლილია.

დღეს ბაზარს ჰყავს თანამედროვე მომხმარებელი, რომელიც ხარისხსა და ჯანსაღ პროდუქტზეა ორიენტირებული. ჩვენი ასორტიმენტი არის მრავალფეროვანი, რაც მას ბაზარზე გამოარჩევს. მოთხოვნიდან გამომდინარე, ჩვენი ქსელი ფართოვდება. ორ თვეში ორ ახალ ფილიალს გავხსნით თბილისში, ვგეგმავთ, რომ მომდევნო 5 წელიწადში 10 მაღაზია დავამატო როგორც საქართველოში, ასევე გლობალურ ბაზრებზეც.

ერთი ობიექტი უკვე გვაქვს უნგრეთში. ინოვაციური პროექტია, პირველ რიგში სანელებლების ასორტიმენტია მრავალფეროვანი, რომელიც გამოიყენება ყოველდღიურობაში სადილის და საუზმის კერძების დასამზადებლად და გამოირჩევა გემოთი, ესთეტიკურად მისაღებია და ეკოლოგიურად სუფთაა.

მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ თანამედროვე მოთხოვნებს ვუპასუხოთ და სანელებლების რეალიზებისას პლასტმასა და პოლიეთილენი არ გამოვიყენოთ“, - ამბობს გიორგი გოგია.

ცნობისთვის, სანელებლების კომპანია Waime Spices საქართველოში 2017 წელს შეიქმნა. კომპანია მომხმარებელს კლასიკურ სანელებლებთან ერთად საფირმო ნაზავებს სთავაზობს. სხვადასხვა დასახელების სანელებლებს ადგილობრივ და საექსპორტო ბაზრებზე - აზერბაიჯანში, ისრაელში, პოლონეთსა და უნგრეთში ყიდის. Waime Spices-ის ბრენდით 150-ზე მეტი დასახელების სანელებელი იწარმოება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები