ღვინის ბარი „სულიკო“ უცხოელი ტურისტებისა და თბილისელების საყვარელი ადგილია. ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა ერთგვარი ჰაბი, სადაც სტუმრები თავს კომფორტულად იგრძნობდნენ - ამბობს ღვინის ბარი „სულიკოს“ კონცეფციის ავტორი და მფლობელი Business Insider Georgia-თან სალომე ცაავა.
აშშ-დან დაბრუნებულმა პანდემიის შემდეგ საკუთარი ინვესტიციით 2018 წელს გახსნილი ბარი განაახლა.
„პანდემიის შემდეგ მომხმარებელი შეიცვალა. ძირითადად უცხოელი სტუმრები გვყავს, თუმცა გვსტუმრობენ ქართველი ახალგაზრდებიც. ვეცადეთ კონცეფციით განსაზღვრული ჰაბის სიტუაცია და კომფორტის ზონა არ დარღვეულიყო. ჩვენი სავიზიტო ბარათია - სიმშვიდე და კომფორტი“, - ამბობს სალომე ცაავა.
ღვინის ბარი პოპულარიზაციას უწევს მცირე ღვინის მარნებს და ძირითადად სტუმრებს ცოცხალ ღვინოს სთავაზობს.
„ყველა მეღვინეს მივცეთ თანაბარი შანსი. პოპულარიზაციას ვუწევთ მცირე მარნებს. ჩვენი მთავარი კონკურენტული უპირატესობა ისაა, რომ გვაქვს ღვინისა და კერძების კარგი სინთეზი. სტუმრებს ძირითადად საავტორო კერძებს ვთავაზობთ ასევე აქ შეიძლება ჯაზისა და ცოცხალი მუსიკის მოსმენა“, - ამბობს ბარის დამფუძნებელი.
რაც შეეხება ფასებს ღვინის ბარში 1 ჭიქა ღვინო დასახელების შესაბამისად 15-დან 25 -ლარამდე ღირს. 1 ბოთლი 55-დან 180 ლარამდე. რაც შეეხება კერძებს 14-დან 69 ლარამდეა. ღვინის ბარში 13 ადამიანია დასაქმებული.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში