USD 2.8761

EUR 2.9929

TRY 0.0804

GBP 3.5776

RUB 0.029468

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ვითხოვთ სააგენტოს ბრძანების გაუქმებას კონკურენციის დარღვევისა და ჯარიმის დაკისრების ნაწილში - „გალფი“

ვითხოვთ სააგენტოს ბრძანების გაუქმებას კონკურენციის დარღვევისა და ჯარიმის დაკისრების ნაწილში - „გალფი“

2023-09-27 11:15:52

5-მა ნავთობკომპანიამ 4-მილიონამდე ჯარიმის გაუქმების მოთხოვნით კონკურენციის სააგენტოს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. 

„კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილება გავასაჩივრეთ თბილისის საქალაქო სასამართლოში. ვითხოვთ სააგენტოს ბრძანების და ბრძანებით დამტკიცებული გადაწყვეტილების ბათილობას „სან პეტროლიუმის“ მიერ კონკურენციის კანონის დარღვევის დადგენის და მისთვის ჯარიმის დაკისრების ნაწილში“, - განუცხადეს Business Insider Georgia-ს კომპანია „სან პეტროლიუმ ჯორჯიაში“ (გალფი).

ყველაზე დიდი ჯარიმა კომკურენციის სააგენტომ - 1 073 859 ლარი „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ დააკისრა. 

კონკურენციის სააგენტოს განმარტებით 5 ნავთობკომპანიის დაჯარიმების მიზეზი„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის დარღვევა გახდა, რაც ეკონომიკურ აგენტებს შორის ისეთი ხელშეკრულების დადებას, ისეთი გადაწყვეტილების მიღებას, ან ისეთ შეთანხმებულ ქმედებას გულისხმობს, რომლის შედეგადაც ბაზარზე კონკურენცია შეიზღუდა. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები