USD 2.8403

EUR 2.909

TRY 0.0789

GBP 3.4964

RUB 0.028368

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ვისოლ ჯგუფი“ კაფეების რაოდენობას გაზრდის - ინვესტიცია ₾5 მილიონია

„ვისოლ ჯგუფი“ კაფეების რაოდენობას გაზრდის - ინვესტიცია ₾5 მილიონია

2023-07-20 15:00:56

„ვისოლ ჯგუფის“ ინფრასტრუქტურაში მოთხოვნიდან გამომდინარე, კაფეების რაოდენობა უფრო გაიზრდება“, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს „ვისოლისა“ და „სმარტის“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხორავამ განუცხადა.  

„ჩვენს კუთვნილ მაღაზიებსა და მარკეტებში უფრო მეტი ადგილი დაეთმობა კაფეებს, იმ ინფრასტრუქტურას, რომელიც ყველაზე მეტი მოთხოვნით სარგებლობს მომხმარებელში. 

ეს არის მაღალი ხარისხის ყავა, ხარისხიანი გამომცხვარი პროდუქტები და ის იმპორტის ნაწილი, რომლითაც ამოირჩევა „სმარტის ობიექტები“. 

ამ დროისთვის ქსელში 35 კაფეა და წლის ბოლოს  გვინდა 50-ერთეულამდე ავიდეთ. თითო ობიექტზე იგეგმება 200-300 ათასი ლარის ინვესტიცია. ჯამურად ეს არის 4-5 მილიონი ლარის კაპიტალდაბანდება“,- განაცხადა ვასილ ხორავამ. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები