საქმემ და გამოცდილებამ დაადასტურა, ხელისუფლება რასაც დაისახავს გეგმად, ის გეგმა იძლევა შედეგს. ოპოზიციას ვურჩევ, დაფიქრდნენ იმაზე, რომ წარმატებული გზა არის ის, რასაც ხელისუფლება გადის, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან განაცხადა.
მისი თქმით, ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ნაბიჯების შესრულების სამოქმედო გეგმა აბსოლუტურად რეალისტურია.
„თუ მათ სურთ რამენაირად დაეხმარონ ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას, მათთვის კარი ღიაა. მაგრამ მე მეშინია, რომ ისინი კვლავ შეეცდებიან ისტერიას და პირველი რეაქცია, რაც ვნახეთ სამოქმედო გეგმაზე, ეს არის აბსოლუტური მიუღებლობა, თითქოს ყველაფრის მცოდნეები არიან, რა როგორ უნდა გაკეთდეს. სინამდვილეში ვხედავთ მათი პოლიტიკა რაც არის. სამოქმედო გეგმა აბსოლუტურად რეალისტურია. ჩვენ სამოქმედო გეგმაში ვთავაზობთ განხილვის ფორმატებს, სადაც მათ შორის ვენეციის კომისიის დასკვნაზე დაყრდნობით ინება განხილვა და მივალთ შედეგამდე. ოპოზიციას სამოქმედო გეგმა ჰგონია ჩამოწერილი შედეგები, რაც უნდა იყოს, მაშინ ასეთ სამოქმედო გეგმას რა აზრი აქვს?! ეს არის გახსნილი პროცესი, ვისაც სურს, რომ ახლა მაინც ავიდეს იმ მატარებელზე, რომელიც ევროპისკენ მიდის, აქვთ შესაძლებლობა რომ შემოუერთდნენ საქართველოს ხელისუფლებას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში