USD 2.8403

EUR 2.909

TRY 0.0789

GBP 3.4964

RUB 0.028368

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ვის შემოჰყავს საქართველოში სპეციალური დანიშნულების ავტომობილები - TOP - 5 კომპანია

ვის შემოჰყავს საქართველოში სპეციალური დანიშნულების ავტომობილები - TOP - 5 კომპანია

2023-07-10 09:00:04

ვის შემოჰყავს საქართველოში სპეციალური დანიშნულების ავტომობილები? საქსტატის მიერ Business Insider Georgia-თვის მიწოდებული მონაცემებით, 2023 წლის პირველ კვარტალში ბრუნვის მიხედვით TOP - 5 კომპანია გამოიკვეთა: 

  • შპს თეგეტა ქომერშელ ვიიქლს;
  • შპს თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთ;
  • შპს ტავ ბათუმი ოფერეიშენს;
  • შპს ჯი-თი გრუპ;
  • ჩაინა ჯეო-ინჯინერინგ ქორფორეიშენ უცხოური საწარმოს ფილიალი;

(კომპანიები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)

ვინ ფლობს კომპანიებს:

შპს თეგეტა ქომერშელ ვიიქლსი - 2021 წელს დარეგისტირდა. კომანიის 100%-ს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს თეგეტა მოტორსი ფლობს. კომპანიის დიექტორია - გიორგი ბაინდურაშვილი. 

შპს თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთი - 2007 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის 100%-ს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება თეგეტა მოტორსი ფლობს. კომპანიის დირექტორია გიორგი ბერიძე. 

შპს ტავ ბათუმი ოფერეიშენსი - 2007 წელს დარეგისტრირდა. კომპანიას ორი მფლობელი ჰყავს - სააქციო საზოგადოება თავ ჰავალიმანლარი ჰოლდინგი, რომელიც 76%  ფლობს და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება აეროზერ ინტერნეშენალ ჰოლდინგი, რომელიც 24%-ის მფლობელია. 

შპს ჯი-თი გრუპი - 2005 წელს დაფუძნდა. კომპანიას სამი მფლობელი ჰყავს - გიორგი თავდიშვილი - 33%, გიორგი გველესიანი -34%, თემურ უსტიაშვილი - 33%. დირექტორია თემურ უსტიაშვილი. 

ჩაინა ჯეო-ინჯინერინგ ქორფორეიშენ უცხოური საწარმოს ფილიალი - 2017 წელს ჩაინა ჯეო-ინჯინერინგ ქორფორეიშენის მიერ დაფუძნდა. კომპანიის დირექტორია ჩინეთის მოქალაქე - ჩენგჟოუ ჰე. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები