USD 2.8378

EUR 2.9317

TRY 0.0789

GBP 3.5237

RUB 0.028576

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ვინ ფლობს საქართველოში ბრუნვით ყველაზე დიდ ასფალტბეტონის კომპანიას, რომელმაც ტენდერებიდან ₾40 მილიონი მიიღო

ვინ ფლობს საქართველოში ბრუნვით ყველაზე დიდ ასფალტბეტონის კომპანიას, რომელმაც ტენდერებიდან ₾40 მილიონი მიიღო

2023-05-19 23:00:24

საქართველოში ბრუნვის მიხედვით, ასფალტბეტონის მწარმოებელი TOP 5  კომპანია ცნობილია. (2022 წლის წინასწარი მონაცემები) 

საქსტატის მიერ Business Insider Georgia-თვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად ბრუნვის მიხედვით შემდეგი  ასფალტბეტონის მწაარმოებელი TOP 5 კომპანია გამოიკვეთა: 

  • შპს ჯიარჯი
  • შპს ასტექ
  • შპს ნიუ როუდ ჯგუფი
  • შპს ახალი ქარხანა
  • შპს ელისი-2015

საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს ჯიარჯი 2013 წელს დაფუძნდა. კომპანიის 100% ვლადიმერ ჭედია ფლობს. 

შპს ასტექი - 2020 წელსაა რეგისრირბული. კომპანას სამი მფლობელი ჰყავს: გიორგი ბილიხოძე- 45%, მაია ნიშნიანიძე - 31%; კომპანიის 24%- ს ირაკლი კაკალაძე ფლობს, რომელეიც საქართველოსა და ყაზახეთის მოქალაქეა. 

შპს ნიუ როუდ ჯგუფის 100% - შპს New Road-ი ფლობს, რომლის 100%-იც დავით ჟღენტის საკუთებაა. 

შპს ახალი ქარხანის 100% ილია კეკელიძე ფლობს. კომპანია 2016 წელსაა დაფუძნებული. 

შპს ელისი-2015 -ის 100%-ს მარიამ გოგოლაძე ფლობს. კპმპანია 2015 წელსაა დაფუძნებული. 

ასფალტბეტონის მწაარმოებელი TOP 5 კომპანიიდან ყველაზე მეტი ტენდერი შპს ჯიარჯიმ მოიგო. 

ტენდერების მონიტორის თანახმად, შპს ჯიარჯის 2023 წლის 16 მაისის მდგომარეობით, 72 ტენდერში მონაწილეობდა. მოგებული კონტრაქტების საერთო ღირებულება 39,550,591. აქედან 6 გამარტივებული შესყიდვაა, სადაც ხელშეკრულებების საერთო ღირებულებაა - ₾7,723,236.14 

2023 წლის 16 მაისის მდგომარეობით, შპს ნიუ როუდ ჯგუფს 16 ტენდერში მონაწილეობდა. მოგებული კონტრაქტების საერთო ღირებულება - ₾532,296.90. 

შპს ახალი ქარხანა 16 მაისის მდგომარეობით 3 ტენდერში მონაწილეობდა. მოგებული კონტრაქტების საერთო ღირებულება - ₾ 355,486

შპს ელისი-2015 -ს მხოლოდ 2 გამარტივებული შესყიდვით, ₾935.00 მიღებული. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები