USD 2.8378

EUR 2.9317

TRY 0.0789

GBP 3.5237

RUB 0.028576

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ვინ ფლობს საქართველოში ბრუნვის მიხედვით ყველაზე დიდ წიგნების მაღაზიებს

ვინ ფლობს საქართველოში ბრუნვის მიხედვით ყველაზე დიდ წიგნების მაღაზიებს

2023-05-23 13:00:41

საქართველოში ბრუნვის მიხედვით ყველაზე დიდი წიგნების სპეციაალიზირებული მაღაზიები ცნობილია (2022 წლის წინასწარი მონაცემები) 

საქსტატის მიერ Business Insider Georgia-თვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად ბრუნვის მიხედვით შემდეგი TOP 5 წიგნების მაღაზია გამოიკვეთა:  

  • შპს სანტა ესპერანსა
  • შპს ბიბლუსი
  • შპს ჩემი წიგნი
  • შპს მკითხველი თბილისი
  • შპს წიგნის სამყარო პრინტი

(მონაცემები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით) 

საჯარო რეესტრის მონაცემებტ, შპს სანტა ესპერანსა 2005 წელს დაფუძნდა და 100%-ს თინათინ მამულაშვილი ფლობს. 

შპს ბიბლუსი - 2008 წელს დაფუძნდა. წიგნის მაღაზიების ქსელს სამიმმფლობელი ჰყავს: გიორგი თევდორაშვილი, 10%; ირაკლი გაგნიძე 10% და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს პალიტრა ჰოლდინგი 80%. 

შპს ჩემი წიგნი - 2017 წელს დაფუძნდა და მის 100% გურამ ბარბაქაძე ფლობს. 

შპს მკითხველი - 2015 წელს დაფუძნდა, კომპანიას ორი მფლობელი ჰყავს - მედეა ზაუტაშვილი - 50%  და თეონა მჟავანაძე - 50%. 

შპს წიგნის სამყარო პრინტი - 2008 წელს დაფუძნდა. კომპანიას ორი მფლობელი ჰყავს - მაია გიორგაძე -50% და ზვიად სებისკვერაძე 50%. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები