USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ვინ ფლობს ბრუნვის მიხედვით ნაყინის მწარმოებელ TOP-5 კომპანიას

ვინ ფლობს ბრუნვის მიხედვით ნაყინის მწარმოებელ TOP-5 კომპანიას

2024-05-23 16:00:00

ცნობილია, ნაყინის მწარმოებელი TOP-5 კომპანია, რომელსაც 2023 წელს ყველაზე დიდი ბრუნვა ჰქონდა. ამის შესახებ ინფორმაცია Business Insider Georgia-ს „საქსტატმა მიაწოდა.

ბრუნვის მიხედვით ნაყინის მწარმოებელი TOP-5 კომპანია:

  • შპს ქართუ-უნივერსალი (ბრენდი თოლია)
  • შპს ჯი და ჯი ქოოფერეიშენ (ლუკა პოლარე) 
  • შპს ბარამბო (ბარამბო) 
  • შპს 4 ბროს (პინგო)
  • შპს ჯეჯელატო (სანაყინე)

(მონაცემები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)

ვინ არიან მფლობელები:

შპს ქართუ-უნივერსალი 1996 წელს დაფუძნდა, რომელიც ნაყინს „თოლიას“ ბრენდით აწარმოებს. კომპანიის მფლობელები არიან: ვლადიმერ გაწერელია, 4% ზურაბ კოსტავა,  3% გიორგი ჭყონია,  4% პაატა ქვლივიძე, 2% ლევან კავლელიშვილი, 2.4% ვლადიმერ კუხიანიძე, 2.4% გიორგი გვასალია, 2.4% ირაკლი კანკია, 2.4% დავით კიღურაძე,  2.4% ქეთევან ბოლქვაძე, 0.5% გიორგი თედორაძე,  2% ნიკოლოზ სვანიძე, 5% ეკატერინე ძაგნიძე,  2% ირაკლი თოფაძე, 9%. გიორგი თოფაძე, 20% ოთარი ჭილაძე,1% გიორგი თოფაძე, 3% ფატი კაპანაძე,  1% ზაზა ჭილაძე, 1% მარიამ ჩხარტიშვილი, 1% გიორგი თოფაძე, 11.5% ირინე კეჭეხმაძე, 9% ლევან თოფაძე, 2% გიორგი სონღულაშვილი, 3% მარიამ თოფაძე, 2% მარიამ თოფაძე, 2%;

შპს ჯი და ჯი ქოოფერეიშენ - 2008 წელს დაფუძნდა. მესაკუთრე წილი წილის მმართველი სიმონ გროს, С4YOF71HH,  /გერმანია/ 100%. 

შპს ბარამბო - 2009 წელს დაფუძნდა. მფლობელები: მარი ჩოჩელი, 66.25% უჩა კაპანაძე, 22.5% ინგა ხუციშვილი,  11.25%. 

შპს 4 ბროს - 2014 წელს დაფუძნდა. მფლობელები: გიორგი გელაშვილი, 50% ვიტალი გელაშვილი, 50%.

შპს ჯეჯელატო - 2019 წელს დაფუძნდა. მფლობელია მარიამ უჩანეიშვილი, 100%. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები