USD 2.8224

EUR 2.9418

TRY 0.0786

GBP 3.5382

RUB 0.028728

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ვინ არის მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი სპორტსმენი - Sportico

ვინ არის მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი სპორტსმენი - Sportico

2023-12-09 14:00:53

Sportico-მ 2023 წლის შედეგების მიხედვით მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი სპორტსმენების სია გამოაქვეყნა. 

სიის სათავეშია 19 წლის ამერიკელი ჩოგბურთელი კოკო გაუფი. წელს კოკომ მოიგო აშშ-ის ღია პირველობა, მაშინ როცა WTA-ის ტურნირების თამაშიდან მიღებული საპრიზო თანხა მისი წლიური შემოსავლის ნახევარზე ნაკლებს შეადგენდა.

იმავდროულად, ჩოგბურთელები აგრძელებენ დომინირებას უმდიდრესი სპორტის ვარსკვლავების სიაში. ამჟამინდელ სიაში 15-დან ცხრაა ჩოგბურთელია.

თუმცა, ჩოგბურთი დიდი ხანია არის სპორტი, რომელშიც ქალებს ფულის შოვნის ყველაზე მეტი შესაძლებლობა აქვთ.

მას შემდეგ რაც მარია შარაპოვა და სერენა უილიამსი პენსიაზე გავიდნენ და ნაომი ოსაკამ კარიერა ორსულობისა და მშობიარობის გამო შეაჩერა, სპორტის სამყაროში 15 ყველაზე წარმატებული ქალის ჯამური შემოსავალი შემცირდა, შარშანდელთან შედარებით  19%-ით, 174 მილიონ დოლარამდე. 

Sportico-ს TOP-5 ასე გამოიყურება: 

  • კოკო გაუფი - $22,7 მილიონი;
  • იგა შვენტეკი - $21,9 მილიონი; 
  • ეილინ გუ - $20 მილიონი;
  • ემა რადუკანუ - $16,2 მილიონი;
  • ნაომი ოსაკა - $15 მილიონი;

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები