ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2023 წლის აპრილის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 8 552 848 ათას დოლარს შეადგენს, რაც ეროვნულ ვალუტაში დაახლოებით 21 353 895 ათასი ლარია.
2022 წლის აპრილის მდგომარეობით კი, საქართველოს სახელმწიფო ვალის მოცულობა 7 822 692 ათასი ლარს შეადგენდა, რაც მაშინდელი კურსით 23 930 397 ათას ლარს უდრიდა.
აპრილის მდგომარეობით მთავრობის საგარეო ვალი 8 119 111ათასი დოლარით განისაზღვრა, ეროვნულ ვალუტაში კი ის 20 270 985 ათასი ლარია.
2023 წლის აპრილის მონაცემებით, მრავალმხრივი კრედიტორების წინაშე დავალიანება 5 976 302 ათასი დოლარია და საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან:
აზიის განვითარების ბანკი (ADB), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში