USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ვილა მოსავალი“ წარმადობას ზრდის და პოლონეთის ბაზარზე შესვლას ცდილობს

„ვილა მოსავალი“ წარმადობას ზრდის და პოლონეთის ბაზარზე შესვლას ცდილობს

2024-01-31 14:00:00

Business Insider Georgia-თან „ვილა მოსავლის“ გენერალურმა მენეჯერმა ნიკოლოზ შეყრილაძემ განაცხადა, რომ მათი მიზანია ღვინის საექსპორტო ბაზარი გააფართოონ და პროდუქცია ევროპის უფრო მეტ ქვეყანაში გაყიდონ.

„ვილა მოსავლის“ გენერალურმა მენეჯერის შეფასებით, 2023 წელს ღვინის გაყიდვები სტაბილურად განვითარდა აშშ-ისა და ლიეტუვა ლატვიის ბაზაზე. წლის ბოლოს კი კომპანიამ, პოლონეთში ღვინის რამდენიმე სახეობისგან შემდგარი საცდელი პარტია გადატვირთა.

„ველოდებით, რომ პოლონეთთან სტაბილურ პარტნიორობას მივაღწევთ“, - ამბობს ნიკოლოზ შეყრილაძე.

ამ დროსთვის „ვილა მოსავლის“ ბრენდის ქვეშ 22 დასახელების ღვინო იწარმოება.

„8 ჯიშის ყურძენი გვაქვს გაშენებული საკუთარ ვენახებში და ვაწარმოებთ 22 დასახელების ღვინოს. წითელს, თეთრს, შემაგრებულ ღვინოებს კასრში და ქვევრში დაძველებით და ა.შ.  გასულ წელს ექსპორტზე გავიტანეთ 60 ათას ბოთლამდე და გვაქვს მოლოდინი, რომ 2024 წელს 100 ათას ბოთლამდე ავალთ. ადგილობრივ ბაზარზე სწრაფი ტემპით ვითარდება გაყიდვები, თუმცა კონკურენცია მაღალია და ზრდა 10% იყო“, - ამბობს კომპანიის გენერალური მენეჯერი.

მისი თქმით, „ვილა მოსავლის“ ბრენდის ქვეშ წარმოებული ღვინო პრემიუმ სეგმენტს მიეკუთვნება.

„ვენახს ჩვენ უვლით და მხოლოდ საკუთარ მოსავალს ვამუშავებთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მივიღოთ კარგი ხარისხის მოსავალი და ღვინო. ნაკლები მოსავალი გვაქვს, ხოლო დანახარჯი იგივეა, რაც აქვთ დიდ მარნებს“ - ამბობს  ნიკოლოზ შეყრილაძე.

„ვილა მოსვლის“ ბრენდის ღვინის ფასები 20 ლარიდან იწყება და 100 ლარს აღწევთ. პროდუქცია მხოლოდ ღვინის სპეციალიზებულ მაღაზიებში და ჰორეკა სექტორში იყიდება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები