ვაზის დაზღვევა უკვე სახელმწიფოს 70%-იანი სუბსიდიით არის შესაძლებელი. სადაზღვევო კომპანიაალდაგი ამასთან დაკავშირებით ფერმერებთან აქტიურ კომუნიკაციას იწყებს და მათ დაზღვევისსაუკეთესო პირობებთან ერთად ანაზღაურების უსწრაფეს სისტემას სთავაზობს.
ფერმერებს ალდაგში სასურველი კულტურის 70%-იანი სუბსიდიით დაზღვევა და სტიქიით გამოწვეულიზიანის ანაზღაურება შეუძლიათ. ეს კულტურებია: : ვაზი, მარცვლეული, პარკოსანი კულტურები, ბოსტნეული, ბაღჩეული, ხეხილი, კაკლოვანი კულტურები, სუბტროპიკული კულტურები და ციტრუსი. დაზღვევა ისეთგავრცელებულ რისკებს ანაზღაურებს, როგორიცაა სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი, საშემოდგომო ყინვა(ეს უკანასკნელი მხოლოდ ციტრუსოვანი კულტურებისთვის);
ალდაგი 2014 წლიდან ჩართულია აგრო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში, რაც ნიშნავს, რომ სხვადასხვაკულტურის, მათ შორის ვაზის, დაზღვევის შემთხვევაში თანხის 70%-ის სუბსიდირებას სახელმწიფოუზრუნველყოფს და ფერმერებს დაზღვევის რეალური ღირებულების მხოლოდ 30%-ის გადახდა უწევთ, რაცდაზღვევას საკმაოდ ხელმისაწვდომს ხდის.
"ალდაგისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბიზნეს მიმართულება აგრო დაზღვევაა და ჩვენი ნდობისმაჩვენებელი ამ მიმართულებით წლიდან წლამდე იზრდება. სახელმწიფო სუბსიდირების ახალიინიციატივით, რომლის ფარგლებშიც მევენახე ფერმერებსაც 70%-იანი თანადაფინანსებით შეუძლიათდაზღვევით სარგებლობა, მათ საშუალებას მისცემს ორიენტირებული იყვნენ არა დანაკარგების აღდგენაზე, არამედ წარმოების გაზრდასა და განვითარებაზე“ - აცხადებენ სადაზღვევო კომპანია ალდაგში.
აღსანიშნავია, რომ სადაზღვევო კომპანია ალდაგს, აგრო დაზღვევის მიმართულებით ფერმერებისთვის 24 000 000 ლარზე მეტი აქვს ანაზღაურებული.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში