მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, წლის ბოლომდე ეტაპობრივად 1%-ით შემცირდება და 9,5%-მდე დაიწევს, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კითხვის პასუხად ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ განაცხადა. მისი განმარტებით, დღეს არსებული მაჩვენებლების გათვალისწინებით განაკვეთი, სხვა თანაბარ პირობები, საშუალო ვადიან პერიოდში 7,5%-მდე შემცირდება.
„ეტაპობრივად გამოვდივართ მკაცრი მონეტარული პოლიტიკის მდგომარეობიდან. ანუ ეტაპობრივად ვარბილებთ მონეტარულ პოლიტიკას. შეიძლება ეს ფრთხილი ბიჯებით გავაკეთოთ, მაგრამ გეგმა და ჩვენი პროგნოზი იგივეა, რაც აქამდე იყო გაცხადებული. ჩვენ ვარაუდობთ, რომ ყველა თანაბარი პირობების შემთხვევაში წლის ბოლომდე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 1%-ით შემცირდება და 9,5%-მდე დაიწევს. ეს პროცესი შემდგომ გაგრძელდება და საშუალო ვადიან პერიოდი ვარაუდობთ, რომ დავალთ ე.წ. ნეიტრალურ განაკვეთამდე 7%-მდე.
ანუ ჩვენ არსებული ვითარება გვალევს შესაძლებლობას, რომ დავიწყოთ შერბილება მონეტარული პოლიტიკა იმდაგვარად, რომ ინფლაციის მაჩვენებლები კვლავაც დაბალი იყოს და რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ მომავალი წლის ბოლოსთვის ინფლაცია დასტაბილურდეს მიზნობრივი ინფლაციის, ანუ 3%-ის ირგვლივ ეს იყოს მიღწეულია. რა თქმა უნდა ჩვენ ვაკვირდებით ყოველთვიურად მიმდინარე პროცესებს და გვაქვს საშუალება, რომ მოქნილად ვირეაგიროთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2023 წლის 2 აგვისტოს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) 0.25 პროცენტული პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10.25 პროცენტს შეადგენს.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება