USD 2.8512

EUR 2.9946

TRY 0.0817

GBP 3.6359

RUB 0.027465

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
უნიკალური შანსი გვეძლევა, არამხოლოდ ფორმალურად შევუერთდეთ ევროპულ სივრცეს, არამედ ჩვენში დავამკვიდროთ ევროპელობა - პრეზიდენტი

უნიკალური შანსი გვეძლევა, არამხოლოდ ფორმალურად შევუერთდეთ ევროპულ სივრცეს, არამედ ჩვენში დავამკვიდროთ ევროპელობა - პრეზიდენტი

2024-02-06 12:50:00

2024 წლის ამოცანა ნათელია! ჩვენი მომავალი ჩვენ ხელშია, რაც ჩვენგან უდიდეს პასუხისმგებლობას მოითხოვს, რამეთუ მართლაც უნიკალური შანსი გვეძლევა, არამხოლოდ ფორმალურად შევუერთდეთ ევროპულ სივრცეს, არამედ ჩვენში დავამკვიდროთ ევროპელობა, პოსტსაბჭოთა ქვეყანა გარდავქმნათ ცოცხალ, წარმატებულ, ძლიერ, ევროპულ და დემოკრატიულ სახელმწიფოდ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

„მხოლოდ ასეთი გარდაქმნა შეძლებს ქვეყანაში ახალგაზრდების გაჩერებას, დიასპორის დაბრუნებას და ახალი ენერგიის გაჩენას, ანუ ჩვენ, ჩვენივე ძალებით - და არა სხვაზე დამოკიდებულებით - შევქმნით ჩვენსავე დოვლათს. დღეს დროა წარსული წარსულად ვაქციოთ და ახალ საქართველოს გავუხსნათ გზა. ეს არის ჩვენი ევროპული გზა და მაშასადამე, ეროვნული გზა! რასაც ევროპა გვეუბნება და რა რეკომენდაციებსაც გვაძლევს, არაფრით განსხვავდება იმისგან, რაც ქვეყნის გაძლიერებისათვის და იმისათვის გვჭირდება, რასაც საზოგადოება უკვე წლებია ელოდება და ითხოვს: სამართლიანობა, თანასწორობა, დაცულობა“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები