საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებს გაძლიერებული ძალებით ორ ლოკაციაზე განაგრძობენ.
ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.
სამაშველო ღონისძიებაში 100 მეხანძრე-მაშველი შესაბამისი აღჭურვილობითაა ჩართული.
ძებნა-შველის ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობენ ქართველი კინოლოგები და მაშველი ძაღლები.
ადგილზე მოქმედებს საველე შტაბი, რომელიც ქალაქ ადიამანის ოპერატიული მართვის ცენტრთანაა კოორდინაციაში.
6 თებერვალს სამხრეთ თურქეთში 7,7-7,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ამის შემდეგ თურქეთში ათასზე მეტი მცირე სიძლიერის განმეორებითი ბიძგები დაფიქსირდა.
ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 17 000-ს გადააჭარბა.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი