USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად  დაღუპულთა რაოდენობა 15 000-მდე გაიზარდა

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 15 000-მდე გაიზარდა

2023-02-09 10:40:02

ბოლო მონაცემებით, თურქეთში 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის შედეგად 12 391 ადამიანი დაიღუპა და თითქმის 63 000 დაშავდა. ამის შესახებ თურქეთის საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტი იტყობინება.

 

 

სირიის მასშტაბით მიწისძვრის შედეგად 3508 ადამიანი დაიღუპა, იუწყება Al-Arabiya ადამიანის უფლებათა სირიის მონიტორინგის ცენტრზე დაყრდნობით. სირიაში 5000-ზე მეტი ადამიანი დაზარალდა.

6 თებერვალს სამხრეთ თურქეთში 7,7-7,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ამის შემდეგ თურქეთში ათასზე მეტი მცირე სიძლიერის განმეორებითი ბიძგები დაფიქსირდა. 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები