USD 2.8761

EUR 2.9929

TRY 0.0804

GBP 3.5776

RUB 0.029468

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თურქეთს არ სჭირდება ევროპის დახმარება და მხარდაჭერა - ერდოღანი

თურქეთს არ სჭირდება ევროპის დახმარება და მხარდაჭერა - ერდოღანი

2023-09-19 10:30:42

თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილება მისასალმებელი იქნება, მაგრამ თურქეთი თავს თვითკმარ ქვეყნად მიიჩნევს და არ სჭირდება ევროპის დახმარება და მხარდაჭერა.

ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ევროკავშირის გადაწყვეტილებებს. ერდოღანმა გაიხსენა, რომ თურქეთი 50 წელია ევროპული საზოგადოების კართან დგას.

"ჩვენ ყოველთვის ვიყავით თვითკმარი ქვეყანა. ჩვენ არასდროს გვჭირდებოდა და არ გვჭირდება ევროკავშირის დახმარება და მხარდაჭერა", - ხაზგასმით აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები