USD 2.8761

EUR 2.9929

TRY 0.0804

GBP 3.5776

RUB 0.029468

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თურქეთმა შესაძლოა, ტურისტული სეზონი გაახანგრძლივოს

თურქეთმა შესაძლოა, ტურისტული სეზონი გაახანგრძლივოს

2023-09-06 15:00:57

მიმდინარე წელს წელს თურქეთში ტურისტული სეზონის გახანგრძლივებას ელიან. ამის შესახებ თურქეთის სასტუმროების ფედერაციის (TÜROFED) ვიცე-პრეზიდენტმა მეჰმედ იშლერმა Anadolu-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, აგვისტოდან ქვეყნის ტურიზმის სექტორმა მოსალოდნელი მაჩვენებლების „დაწევა“ დაიწყო.

იშლერმა, რომელიც ასევე არის ეგეოსის ტურიზმის საწარმოებისა და სასტუმროების ასოციაციის (ETİK) პრეზიდენტი, აღნიშნა, რომ თურქეთის ტურისტული ინდუსტრია ყოველწლიურად, მუდმივად მაღალი ზრდის ტემპებს აჩვენებდა.

TÜROFED-ის ვიცე-პრეზიდენტის აზრით, 2023 წელს 60 მილიონი ტურისტი მიიღწევა შესაძლებელია.

„ჩვენმა ქვეყანამ განიცადა ძალიან მტკივნეული მოვლენები. ამის შემდეგ ჯავშნების ნაკადები ნელი იყო. ივლისის შემდეგ, თურქეთის ტურიზმმა მოსალოდნელ მაჩვენებლებთან დაწევა დაიწყო, პირველ რიგში ეს ეხება აგვისტოს, სექტემბრისა და ოქტომბრის ჯავშნებს. ველოდებით, რომ ხელსაყრელი ამინდის წყალობით, სეზონი გახანგრძლივდება“, - განაცხადა მან.

ამასთან, მან გაიხსენა, რომ ტურიზმის სექტორმა სეზონი სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში თებერვლის მიწისძვრების უარყოფითი შედეგებით დაიწყო.

მისი თქმით, თურქეთი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულებაა გერმანიიდან და რუსეთიდან მოგზაურებისთვის.

„ჩვენ სხვადასხვა ქვეყნების განვითარების მაჩვენებლებს ვაკვირდებით, რომლებიც ადრე ჩვენი სამიზნე ბაზრები არ იყვნენ. აქტიურობა დაიწყო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, განსაკუთრებით ჩინეთში. ჩვენ ვხედავთ ახალი ტურისტული ნაკადის ფორმირებას ლათინური ამერიკისა და ამერიკის ბაზრებზე. წელს, ჩვეულებისამებრ, გერმანია და რუსეთი ლიდერობენ. ივლისსა და აგვისტოში რუსეთმა გასულ წელთან შედარებით მაჩვენებლების ზრდა აჩვენა. გერმანია, როგორც ყოველთვის, რჩება ჩვენს მთავარ ბაზრად“, - განაცხადა იშლერმა.

ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა დასძინა, რომ 2023 წლის ბოლოსთვის დიდი ბრიტანეთიდან თურქეთში ჩასული ტურისტების რაოდენობამ 3,5 მლნ იქნება. თურქეთში ბრიტანეთიდან ყველაზე ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2019 წელს დაფიქსირდა - 2,5 მილიონი ტურისტი.

ირკვევა, რომ სექტემბერსა და ოქტომბერში ჯავშნების ზრდა სახეზეა. იშლერმა აღნიშნა, რომ თურქეთის ტურიზმის ხელშეწყობისა და განვითარების სააგენტოს (TGA) მხარდაჭერამ და კულტურისა და ტურიზმის სამინისტრომ დიდი წვლილი შეიტანეს თურქეთში ტურისტული ნაკადის ზრდაში.

მან აღნიშნა, რომ თურქეთი გეგმავს, რომ 2030 წლისთვის ტურისტული ნაკადის დონე წელიწადში 100 მლნ-მდე გაზარდოს.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები