USD 2.8746

EUR 3.0252

TRY 0.0827

GBP 3.6438

RUB 0.027011

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თურქეთმა, რუსეთში სანქცირებული საქონლის ტრანზიტი მოულოდნელად შეაჩერა

თურქეთმა, რუსეთში სანქცირებული საქონლის ტრანზიტი მოულოდნელად შეაჩერა

2023-03-10 09:48:16

თურქეთის საბაჟო სისტემამ, რუსეთში სანქცირებული საქონლის გაფორმების ბლოკირება მოულოდნელად დაიწყო. „პარალელური იმპორტის" საქონლის ტრანზიტი შეწყდა. ამის შესახებ რუსული გამოცემა „კომერსანტი“ იტყობინება.

ბაზრის მონაწილეებისთვის ეს ნაბიჯი მოულოდნელი იყო, მაშინ როცა ისინი სასწრაფოდ ეძებენ ალტერნატიულ გზებს სანქცირებული საქონლის რუსეთის ფედერაციაში იმპორტისთვის.

„გუშინ დავიწყეთ აგენტებისგან შეტყობინებების მიღება, რომ ადრე შეთანხმებული რეისები გაუქმდა, მათ თქვეს, რომ მიზეზი ის არის, რომ თურქეთიდან ტრანზიტით ტვირთი რუსეთში აღარ იგზავნება.

გუშინ ღამით დაიწყო წერილების მიღება, რომ თურქეთის საბაჟო სისტემა ბლოკავს არათურქული წარმოშობის საქონლის ტრანზიტულ განბაჟებას. დღეს დილით ისევ სცადეს ტვირთების გაცემა, მაგრამ სისტემა ნამდვილად ბლოკავს ყველაფერს“, - განაცხადა ერთ-ერთი რუსული ლოგისტიკური კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა გეორგი ვლასტოპულომ.

გამოცემის ზოგიერთი თანამოსაუბრე სანქცირებული საქონლის ტრანზიტის შეჩერებას, თურქეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის ბოლო ვიზიტს უკავშირებს.

გარდა ამისა, გამოცემა წერს, რომ ზეწოლას განიცდის არაბთა გაერთიანებული საამიროები, რომელიც რუსეთისთვის ელექტრონიკის მიწოდების ცენტრად იქცა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები