თუ პრეზიდენტი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს წარადგენს და მათთან ერთად შეთანხმდება ბანკის პრეზიდენტის კანდიდატურაზე, ეს კანონი ნაკლებად აქტუალური იქნება, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ პაატა კვიჟინაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, მანამდე პრეზიდენტი და საპარლამენტო ოპოზიციაც თანხმდებოდა, რომ ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებები საჭირო იყო.
„პრეზიდენტმა მე-15 მუხლის მეორე პუნქტი პრაქტიკულად დატოვა, რაც გულისხმობს იმას, რომ, თუ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და პირველი ვიცე-პრეზიდენტი ვერ ასრულებენ მოვალეობას საბჭომ ამ ფუნქციის შესრულება სხვა ვიცე-პრეზიდენტს დაავალოს, ხოლო პირველი ვიცე -პრეზიდენტის ფუნქცია საერთოდ ამოაგდო“, - აცხადებს კვიჟინაძე.
Business Insider Georgia-ს კითხვაზე, გეგმავს თუ არა საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას ასე უპასუხა:
„დავძლევთ ვეტოს, თუ დავეთანხმებით პრეზიდენტს ამას გუნდი გადაწყვეტს“.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებები დაჩქარებული წესით 9 თებერვალს დაამტკიცა.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი