USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ცნობილია, რამდენი ჰიდროელექტროსადგური შევიდა ექსპლუატაციაში 2022 წელს - Galt & taggart-ის კვლევა

ცნობილია, რამდენი ჰიდროელექტროსადგური შევიდა ექსპლუატაციაში 2022 წელს - Galt & taggart-ის კვლევა

2023-02-15 10:30:32

Galt & taggart-ის ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოში ექსპლუატაციაში 7 მცირე ჰიდროელექტროსადგური შევიდა, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 26.9 მგვტია.

მათ შორის ყველაზე დიდი იყო 10.0 მეგავატი სიმძლავრის „ნაკრა ჰესი“, ყველაზე პატარა კი 0.9 მგვტ „ბერალი ჰესი“.

2022 წლის ბოლოსთვის საქართველოს ჯამურმა დადგმულმა სიმძლავრე 4.5 გიგავატი შეადგენდა, აქედან 3.4 გვტ ჰესები იყო, 0.02 გვტ ქარის ელექტროსადგური, ხოლო 1.1 გვტ თბოელექტროსადგური.

Galt & taggart-ის შეფასებით, განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარების მხარდაჭერის ახალი მექანიზმის - ფასთაშორისი ხელშეკრულების (CFD) დანერგვით, მოსალოდნელია ინვესტორების ინტერესის ზრდა და შესაბამისად ახალი სადგურების მშენებლობის ტემპის მატება.

შეგახსენებთ, რომ პირველი სიმძლავრის აუქციონი 300მგვტ განახლებადი ენერგიის წყაროებისთვის 2023 წლის 10 თებერვალს გამოცხადდა. 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები