USD 2.8378

EUR 2.9317

TRY 0.0789

GBP 3.5237

RUB 0.028576

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
წლის ბოლომდე ,,კრაფტ შაურმა“ ახალ ფილიალს გახსნის

წლის ბოლომდე ,,კრაფტ შაურმა“ ახალ ფილიალს გახსნის

2023-06-19 10:02:54

ქართული კომპანია ,,კრაფტ შაურმა“ ფართოვდება. კომპანია წლის ბოლოს ახალ ფილიალს გახსნის, ხოლო 2024 წელს კიდევ 4ობიექტი დაემატება.

როგორც კომპანიიდან Business Insider Georgia-ს აცნობეს, ფილიალებთან ერთად იზრდება პროდუქციის ასორტიმენტი, კერძოდ, შაურმა ჩაბატას პურში, ხოლო მეორე შაურმა არაჟნის, მდოგვისა და თაფლის სოუსით, რომლის ანალოგიც ქართულ ბაზარზე ჯერჯერობით არ არის.

„ჩვენი ბრენდის ნიშა ,,კრაფტ შაურმა“ ხარისხსა და ინდივიდუალიზმზე არის ორიენტირებული. ჩვენთან მომხმარებელს ხვდება არასტანდარტული შაურმები, რომელიც ჩვენი შეფების მიერ უნიკალური რეცეპტებით არის შექმნილი. გამოყენებული ნედლეული მაღალი ხარისხისაა და ამასთანავე რადიკალურად განსხვავებული გემოთი გამოირჩევა. ასევე, შევქმენით ხორცის და მარინადების განსაკუთრებული რეცეპტი, რომელიც პროდუქტს განსხვავებულ და ახალ გემოებს სძენს. გვაქვს როგორც კლასიკური, ასევე ჩვენი საფირმო შაურმა - ,,კრაფტ შაურმა ჩედარის სოუსით”, რომლის სერვირების დროსაც გამოიყენება პრემიუმ კლასის ინგრედიენტები.

კერძოდ, მზადდება ქართული ნედლი ხორცისგან (ღორი/ქათამი), რომელიც ნატურალური წესით იბრაწება მაყალზე. კლასიკურისგან განსხვავებით არ შეიცავს კეტჩუპსა და მაიონეზს. აქვს ჩედარის ყველის, საფირმო სოუსის, კარამელიზირებული ხახვისა და ბროწეულის შიგთავსი. მომხმარებელს კი შეუძლია შიგთავსის შეცვლა/დამატება სასურველი გემოების შესაბამისად“, - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.

რაც შეეხება კონკურენციას, როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, ბაზარი საკმაოდ კონკურენტულია და ცდილობენ, მუდმივად ჰქონდეთ სიახლეები, გამოირჩეოდნენ სექტორში და ჰყავდეთ ერთგული მომხმარებლების არმია, რასაც ახერხებენ კიდევაც, კერძოდ, კომპანიის თანამშრომელი ამბობს, რომ მათი კონცეფცია გამორჩეულია და ინტერესიც მუდმივად მატულობს. ,

„კონკურენტებისგან ჩვენი კონცეფციით გამოვირჩევით. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ახალ კომპანიად ვითვლებით, შევიძინეთ უამრავი მუდმივი მომხმარებელი. ვფიქრობთ, ჯანსაღი კონკურენცია არის ერთგვარი გამოწვევა, რომ ბრენდი იყოს ფორმაში, მუდმივად ენდობოდნენ და ირჩევდნენ მას. სწორედ ამ ჯანსაღი კონკურენციის ფარგლებში ,

,კრაფტ შაურმა” მომხმარებლებს ხშირად სთავაზობს საინტერესო აქციებს, ქვიზებს, გათამაშებებსა და სხვა წამახალისებელ აქტივობებს. მიუხედავად ამისა, დასაქმების კუთხით არსებული გამოწვევები საკმაოდ კომპლექსური საკითხია განსაკუთრებით კი კვების მიმართულებით, თუმცა ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ არსებული კადრებისთვის მეგობრული, სანდო, სამოტივაციო და ფინანსურად ღირსეული გარემოს შექმნას.

ბაზარზე მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე, ვფართოვდებით. 2023 წლის ბოლომდე ვგეგმავთ ერთი ფილიალის, ხოლო 2024 წლისთვის კიდევ 4 ახალი ფილიალის დამატებას. ასევე გვინდა ორი ახალი პროდუქტის დამატება, რომლის მსგავსიც ჯერ ქართულ ბაზარზე არ გვაქვს. ეს იქნება შაურმა ჩაბატას პურში, ასევე შაურმა არაჟნის, მდოგვისა და თაფლის სოუსით, რომლის მსგავსიც ბაზარზე არ არის“, - აცხადებენ კომპანიაში.

ცნობისთვის, ,,კრაფტ შაურმა“ დაახლოებით 1 წლის წინ დაფუძნდა. ამჟამად წარმოდგენილია ერთი ფილიალით ბაზარი ორბელიანზე, სადაც 10 თანამშრომელია დასაქმებული. რაც შეეხება პროდუქტის ფასს, მერყეობს 13 ლარიდან 27 ლარამდე მერყეობს - შაურმის ზომისა და სახეობების შესაბამისად.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები