USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
წინარეხი-ქვათახევის საავტომობილო გზის 5 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

წინარეხი-ქვათახევის საავტომობილო გზის 5 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

2023-08-25 10:06:10

საავტოობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, წინარეხი-ქვათახევის საავტომობილო გზის 5 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. 

არეაბილიტაციო მონაკვეთი კასპის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და სოფელ წინარეხიდან ქვათახევის სამონასტრო კომპლექსამდე მიდის. 5 კმ-იანი მონაკვეთი გრუნტიანი იყო და მასზე ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა. წინარეხი-ქვათახევის გზის გამართული ფუნქციონირება მნიშვნელოვანია როგორც მოსახლეობისთვის, ისე სამონასტრო კომპლექსის სტუმრებისათვის

 რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებდა გზის საფარისა და ხელოვნური ნაგებობების მოწყობას. რეაბილიტირდა მდინარე კავთურაზე არსებული ხიდიც. ასევე, მოეწყო ავტოსადგომი მონასტერთან და მიერთებები ადგილობრივ გზებთან, მოინიშნა გზის სავალი ნაწილი და დამონტაჟდა საგზაო ნიშნები

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 3.6 მილიონი ლარით დაფინანსდა

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები