USD 2.8403

EUR 2.909

TRY 0.0789

GBP 3.4964

RUB 0.028368

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ციკოლიამ საახალწლოდ საფულეების ხაზი წარადგინა

ციკოლიამ საახალწლოდ საფულეების ხაზი წარადგინა

2023-12-16 09:30:00

საახალწლოდ, ციკოლიამ მომხმარებელს საფულეების ხაზი წარუდგინა. როგორც Business Insider Georgia-ს ციკოლიას წარმომადგენელმა განუცხადა, ციკოლიას დიზაინით შექმნილი საფულეები, ბაზარზე შეზღუდული რაოდენობით გაიყიდება. 

„2023 წლის ზაფხულიდან გამოვიდა ქალის ჩანთების ხაზი. ცოტა მოგვიანებით დაგვემატა საფულეები, რომელიც ნატურალური ტყავისგან არის დამზადებული. ხოლო ჩანთები გვაქვს როგორც ნატურალური, ისე ეკო ტყავისგან. 

დიზაინი ზვიად ციკოლიას ეკუთვნის, ხოლო საფულეებიცა და ჩანთებიც უცხოეთშია დამზადებული. 

ამ ეტაპზე შეზღუდული რაოდენობით არის წარმოდგენილი. წინა საახალწლოდ გვსურდა მომხმარებელი გაგვეხარებინა და მინიმალური რაოდენობით შევძელით წარმოება“, - აცხადებს ციკოლიას წარმომადგენელი.

 

ციკოლიას ბრენდით 6 ფერის საფულეა წარმოდგენილი. აქსესუარის შეძენა ბათუმში, თბილისში და რეგალიეს მაღაზიების ქსელში და ონლაინ არის შესაძლებელი. 

საფულეების ფასია 295 ლარი,  ნატურალური ტყავისგან დამზადებული ჩანთა 770 ლარი, ხოლო ეკო ტყავისგან დამზადებული 547 ლარი ღირს. 

„სულ ორი დღეა რაც საფულეების ხაზი ჩაეშვა და საკმაოდ დიდი მოთხოვნაა. მოგვიანებით, საფულეების ხაზს დაემატება სხვა და სხვა ფერები. შესაძლებელია მომავალში, რომელიმე ფერი სხვა ფერმა ჩაანაცვლოს“, - აცხადებს ციკოლიას წარმომადგენელი.

მისივე ინფორმაციით, დიზაინერი ასევე მამაკაცის საფულეების ხაზის დამატებასაც გეგმავს. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები