ციფრული ბანკები არის საკმაოდ იმედის მომცემი სფერო, - აცხადებს სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა. მისი განმარტებით, ამ დროისათვის აქტიური მხოლოდ ერთი ლიცენზიაა, თუმცა თურნავას იმედი აქვს, რომ ამ ბაზარზე კონკურენცია მალე გაიზრდება, მით უმეტეს რომ ერთ-ერთი ლიცენციის მაძიებლის საკითხს სებ-ი უკვე ამუშავებს კიდეც.
„ჩვენ სწორედ აქ ვხედავთ შემდგომ ეტაპად კონკურენციის გაძლიერებას. იმიტომ, რომ თვითონ კონცეფციაა იმდაგვარი, რომ ნაკლები დანახარჯების გზით და ციფრული სერვისების დანერგვის გზით ბანკს შეუძლია იყოს საკმაოდ მდგრადი, მომგებიანი და გაზარდოს პორტფელი. საინტერესო კონცეფციაა. ჯერჯერობით ერთი ლიცენზიაა მოქმედი და იმედი გაქვს, რომ ამ სფეროში მეტი დაინტერესება იქნება“, - აცხადებს თურნავა.
შეგახსენებთ, რომ სებ-ი ამჟამად მუშაობს ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის და Whitebit-ის სალიცენზიო განაცხადზე, რომელიც ახალი ციფრული ბანკის შექმნას უკავშირდება.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება