„ბლიც დენტალი – კახაბერ ხარებავას კლინიკის“ სევისების მიმართ მოთხოვნა წლიდან წლამდე მზარდია. კლინიკა მომხმარებელს მაღალი ხარისხისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მომსახურებას სთავაზობს.
კლინიკა სრულად ციფრული აპარატურით მუშაობს. ეს არის CEREC სისტემა (ცერეკ), რომელიც საშუალება იძლევა, დაზიანებული კბილის მაქსიმალური სიზუსტით სწრაფად აღდგეს.
„ბლიც დენტალი – კახაბერ ხარებავას კლინიკის“ მარკეტინგის ხელმძღვანელის ნათია ორმოცაძის თქმით, კლინიკა სრულად აღჭურვილია უახლესი გერმანული ტექნოლოგიებით. ხოლო ექიმების დატრენინგება გერმანელი ექსპერტების მიერ ხდება.
„მეხუთე წელია, რაც ჩვენი კლინიკა ბაზარზეა. იგი გერმანული ბრენდის Dentsply Sirona-ს სტრატეგიული პარტნიორია კავკასიის რეგიონში, რაც ნიშნავს, რომ კლინიკა მთლიანად აღჭურვილია გერმანული ტექნოლოგიით. გვაქვს ასევე საკუთარი ლაბორატორია.
ჩვენი ექიმები მუდმივად გადიან ტრენინგებს გერმანელ სპეციალისტებთან, სადაც ხდება ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მომხმარებელს ყველა სახის სტომატოლოგიური მომსახურების მიღება ერთ სივრცეში შეუძლია, რაც დიდი უპირატესობაა სხვა კლინიკებთან შედარებით. ჩვენ ვოპერირებთ, როგორც ციფრული სტომატოლოგიის ერთ-ერთი წამყვანი კლინიკა.
აქტიურად ვართ წარმოდგენილი სამედიცინო ტურიზმის მიმართულებითაც, მომხმარებლების 30% სწორედ ტურისტები შეადგენენ.
პაციენტების რაოდენობა წელიწადში 5000-ს შეადგენს და ეს მაჩვენებელი მომავალში საგრძნობლად გაიზრდება, რის იმედსაც კლინიკის მიმართ მზარდი მოთხოვნა გვაძლევს", - აცხადებს ნათია ორმოცაძე Business Insioder Georgia - თან.
კლინიკა მულტიპროფილურია. ეს ნიშნავს, რომ ერთ სივრცეში სხვადასხვა სტომატოლოგიური მიმართულების მომსახურებას მიიღებთ, ესენია: თერაპია, ქირურგია, ორთოპედია, ორთოდონტია, პაროდონტოლოგია, იმპლანტოლოგია, გნათოლოგია, ბავშვთა სტომატოლოგია, 3D კომპიუტერული ტომოგრაფია.
ცნობისთვის, Dentsply Sirona გახლავთ მსოფლიოში მოწინავე გერმანული, პროფესიონალური სტომატოლოგიური აპარატურის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელი კომპანია.
„ბლიც დენტალი – კახაბერ ხარებავას კლინიკა“ 2019 წელს შეიქმნა. წლიდან წლამდე მომხმარებელთა რაოდენობა 30%-ით იზრდება.
კლინიკაში 80-მდე ადამიანია დასაქმებული. კლინიკა თბილისში, ვერაზე, ქუჩიშვილის 11 ნომერში მდებარეობს.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში