საარჩევნო კომისიის (ცესკო) სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის წარმომადგენლებმასამუშაო შეხვედრაში სახელწოდებით - „არჩევნებში ტექნოლოგიების გამოყენების დროსდეზინფორმაცია და მისი მართვა“ მიიღეს მონაწილეობა.
შეხვედრაზე კარგი პრაქტიკისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მიზნით, ჩილესსაარჩევნო ადმინისტრაციის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი კარენ აჰუესეჩევერია, საერთაშორისო ექსპერტის რანგში, იყო მიწვეული. კარენ აჰუეს ეჩევერიამ მონაწილეებსსაკუთარი ექსპერტული ცოდნა და რეკომენდაციები ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე გააცნო, როგორიც არის დეზინფორმაცია და მასთან გამკლავების ეფექტური მექანიზმები.
როგორც მან შეხვედრის მიმდინარეობისას აღნიშნა დეზინფორმაცია 21-ე საუკუნის ერთ-ერთმნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს, სწორედ ამ მიმართულებით სხვადასხვა ქვეყნებისმხრიდან კარგი პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაშიმნიშვნელოვან როლს ასრულებს.
„ამ შეხვედრის განმავლობაში მე დავინახე როგორ უმკლავდება საარჩევნო ადმინისტრაციასხვადასხვა გამოწვევებს და რა მიღწევები აქვთ ამ მიმართულებით. ვფიქრობ, საქმე რომელსაცცესკოს სტრატეგიული კომუნიკაციების გუნდი აკეთებს, ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი ძალიანსწორი მიმართულებით მიდიან მათ შორის დეზინფორმაციასთან ბრძოლის კუთხით. ჩილეს დასაქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციას აქვს მსგავსი გამოწვევები და ამ შეხვედრაზე სწორედამ გამოწვევებთან გამკლავების ჩვენ გამოცდილებაზე და მიღწევებზე ვისაუბრე. განვიხილეთრამდენად შესაძლებელია ჩვენი წარმატებული პრაქტიკის საქართველოში ადაპტირება.“ - განაცხადა შეხვედრის შემდეგ კარენ აჰუეს ეჩევერიამ.
თავის მხრივ დეზინფორმაციასა და მის გავლენაზე, დეზინფორმაციასთან დაკავშირებულიგამოწვევებსა და საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილებაზე ვრცლად ისაუბრესსტრატეგიული კომუნიკაციების საინფორმაციო-ანალიტიკური განყოფილებისწარმომადგენლებმაც.
სამუშაო შეხვედრების დასრულების შემდეგ კარენ აჰუეს ეჩევერია საქართველოს ცენტრალურისაარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმათანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. „სამუშაო შეხვედრების ფარგლებში ჩილესსაარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ჩვენ თანამშრომლებს გაუზიარა მნიშვნელოვანიინფორმაცია იმ მექანიზმებისა და ინსტრუმენტების შესახებ, რომლებსაც ჩილეს საარჩევნოადმინისტრაცია ერთის მხრივ დეზინფორმაციასთან ბრძოლის, მეორეს მხრივ კი ამომრჩეველთაინფორმირების კუთხით იყენებს. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა რომლის შედეგებიცგანვიხილე მასთან შეხვედრისას. ასევე ვისაუბრეთ ჩვენს ქვეყნებში ამ მიმართულებით არსებულგამოცდილებაზე და იმ ეფექტური მექანიზმების დანერგვაზე, რომლის მეშვეობით ამომრჩევლებიმიიღებენ ზუსტ და ვერიფიცირებულ ინფორმაციას“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმაშეხვედრის დასრულების შემდეგ.
ჩილეს საარჩევნო ადმინისტრაციის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ცესკოსწარმომადგენლებთან შეხვედრები 22-25 ივნისს გამართა.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება