USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ცესკოს თავმჯდომარემ და სახალხო დამცველმა მშვიდი და თავისუფალი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის საკითხზე შეხვედრა გამართეს

ცესკოს თავმჯდომარემ და სახალხო დამცველმა მშვიდი და თავისუფალი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის საკითხზე შეხვედრა გამართეს

2024-06-24 18:40:00

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საარჩევნო ადმინისტრატორების საქმიანობისთვის დაამომრჩევლებისთვის საარჩევნო უფლების რეალიზებისთვის მშვიდი და თავისუფალი საარჩევნოგარემოს უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე იმსჯელეს. შეხვედრა სახალხო დამცველთან ლევანიოსელიანთან და მის წარმომადგენლებთან დღეს გამართა.

ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა დეტალურიინფორმაცია, თუ როგორ ემზადება საარჩევნო ადმინისტრაცია 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის, ისაუბრა განხორციელებული საქმიანობებისა და არსებული გამოწვევების შესახებ. ასევე, ხაზიგაუსვა ამ პროცესში საარჩევნო ადმინისტრატორებისთვის მშვიდი სამუშაო გარემოსუზრუნველყოფის მნიშვნელობას.

ბოლო პერიოდში გამოიკვეთა ტენდენცია, თითქოს საარჩევნო ადმინისტრატორებზე ზეწოლაჩვეულებრივი მოვლენაა, მაშინ როდესაც ჯანსაღი საარჩევნო გარემო თავის მხრივ მშვიდ დათავისუფალ გარემოში საქმიანობის წარმართვაში მდგომარეობს. განვიხილეთ ყველა ისშემთხვევა, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციამ განვლილი პერიოდის განმავლობაშიგამოავლინა. ვიმსჯელეთ იმ საკომუნიკაციო არხის ფორმირებაზე, რომელიც უზრუნველყოფს, ერთიმხრივ, ასეთი შემთხვევების პრევენციას, მეორე მხრივ კი კონკრეტულ შემთხვევებზე რეაგირებასჩვენ-ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში. უნდა აღინიშნოს, ეს არ არის მხოლოდ საქართველოსსაარჩევნო ადმინისტრაციის გამოწვევა, ამაზე საუბარია არაერთ საერთაშორისო დოკუმენტში, მათშორის საერთაშორისო აიდეას დოკუმენტში, (International Idea) სადაც აღნიშნულია რომ 53 გამოკითხული ქვეყნიდან 92 %-ის შემთხვევაში საარჩევნო ადმინისტრაციები იყვნენ მსხვერპლიცილისწამების, სიძულვილის ენის, ზეწოლის, ცრუ და დეზინფორმაციული საინფორმაციოკამპანიების. ჩვენ გვმართებს შევქმნათ გარკვეული მინიმალური გარანტიებითანამშრომლებისთვის, რაც უზრუნველყოფს მათ საქმიანობას თავისუფალ და მშვიდ გარემოში, მაღალ პროფესიულ დონეზე“, - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ.

ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. მოახლოვდა არჩევნები და არჩევნების პერიოდში - როგორც არჩევნებამდე, ისე არჩევნების დღეს და შემდგომ, მნიშვნელოვანია, სახალხოდამცველის აპარატს კოორდინაცია ჰქონდეს ცესკოსთან, რადგან იმ სავარაუდოუფლებადარღვევებზე, რაც შეიძლება წარმოიშვას, ჩვენ გვქონდეს დროული რეაგირებისშესაძლებლობა, მივიღოთ დროული ინფორმაცია. შევთანხმდით ასეთი საკომუნიკაციო არხისშექმნაზე. ასევე, მნიშვნელოვანია, მოქალაქეებს ჰქონდეთ სრული ინფორმაცია იმ ახალტექნოლოგიებზე, რომლის გამოყენებითაც ჩატარდება არჩევნები და ამ მიმართულებითაც ჩვენგავუზიარეთ ჩვენი ხედვა, რამდენად მნიშვნელოვანია საარჩევნო უფლების რეალიზაციისთვალსაზრისით ყველას ჰქონდეს ინფორმაცია, როგორ უნდა მისცეს ხმა“, - აღნიშნა ლევანიოსელიანმა.

შეხვედრა დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართა და მას, ასევე, დაესწრნენ ცესკოსთავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი ნოდარმელაშვილი, სახალხო დამცველის მოადგილე თამარ გვარამაძე, წარმომადგენლები ლიკაწიკლაური და ნინო ათაბეგაშვილი.

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები