USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ცესკოს ხელმძღვანელმა პირებმა „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლებთან 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესი განიხილეს

ცესკოს ხელმძღვანელმა პირებმა „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლებთან 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესი განიხილეს

2024-06-12 15:30:00

2024 წლის 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებსა და აღნიშნულ არჩევნებში სადამკვირვებლო ორგანიზაციების როლზე ისაუბრეს დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) გამართულ შეხვედრაზე. ცესკოს ხელმძღვანელი პირები სადამკვირვებლო ორგანიზაციასამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებისაღმასრულებელ დირექტორ ნინოდოლიძესა და მის მოადგილე ლევან ნატროშვილს შეხვდნენ.

ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს იმ მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური სიახლეებისა და აქტივობების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელსაცადმინისტრაცია 2024 წლის არჩევნებისთვის ახორციელებს. როგორც მან აღნიშნა, ტექნოლოგიებისფართო მასშტაბით გამოყენება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს არჩევნების საერთაშორისო დაევროპული სტანდარტებით ჩატარებას.

შეხვედრის განმავლობაში მხარეებმა, ასევე, განიხილეს რიგი მნიშვნელოვანი საარჩევნო თემები, მათ შორის, საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების ჩართულობა და ინფორმირება, საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები და მასთან დაკავშირებული საკითხები, ინფორმირების ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია და ის გამოწვევები, რომლებიც ამ ეტაპზე უწყების წინაშე დგას.

ასევე, ისაუბრეს ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობაზე.

ცესკოს თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ გამოთქვა თანამშრომლობის მზადყოფნა ადგილობრივ დასაერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან, რომლის ფარგლებშიც ჩართულ მხარეებს ამომწურავი ინფორმაცია ექნებათ ყველა მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ.

თავის მხრივსამართლიანი არჩევნებისწარმომადგენლებმა როგორც წინასაარჩევნო, ისე საარჩევნო პერიოდის და უშუალოდ არჩევნების დღის მონიტორინგთან დაკავშირებულ გეგმებზე ისაუბრეს.

შეხვედრა, 11 ივნისს, ცესკოში გაიმართა და მას გიორგი კალანდარიშვილთან ერთად ასევე ესწრებოდნენ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე, ცესკოს მდივანი გიორგი ჯავახიშვილი, იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გიორგი სანტურიანი და საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის უფროსი ეკა ცაბაშვილი.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები