ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ხელმძღვანელი პირები პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე საარჩევნო საკითხები განიხილეს.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საარჩევნო კომისიის წევრების დანიშვნასთან დაკავშირებული საკითხები და ამ ჭრილში არსებული საკანონმდებლო ჩარჩო. მხარეს დეტალურად განემარტა 2020 წლის ზაფხულში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები და მისი აღსრულების საკითხები, მათ შორის საუბარი შეეხო ორი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. ცალსახად გაესვა ხაზი, რომ ცესკო არის დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში აღასრულებს კანონს და არა ქმნის მას. ამასთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადებისა და საარჩევნო ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენების შესახებ ინფორმაცია გააცნო.
3 ივლისს, ცესკოში გამართულ შეხვედრას ცესკოს თავმჯდომარესთან ერთად, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე, ცესკოს მდივანი გიორგი ჯავახიშვილი და ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გიორგი სანტურიანი, ხოლო „პატრიოტთა ალიანსის“ მხრიდან პარტიის გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი, გრიგოლ ჯოჯუა, გოჩა თევდორაძე და გიორგი ქარდავა ესწრებოდნენ.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს12 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება