USD 2.8403

EUR 2.909

TRY 0.0789

GBP 3.4964

RUB 0.028368

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
წერეთლის გამზირზე, ტროტუარების გარკვეულ მონაკვეთებზე დარჩენილი სამუშაოები მარტის შუა რიცხვებამდე დასრულდება - ირაკლი ბენდელიანი

წერეთლის გამზირზე, ტროტუარების გარკვეულ მონაკვეთებზე დარჩენილი სამუშაოები მარტის შუა რიცხვებამდე დასრულდება - ირაკლი ბენდელიანი

2024-01-21 19:48:00

თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, წერეთლის გამზირზე, ტროტუარების გარკვეულ მონაკვეთებზე დარჩენილი სამუშაოები მარტის შუა რიცხვებამდე დასრულდება.

მისი თქმით, წერეთლის გამზირზე საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულების შემდე მცირედი მოსაპირკეთებელი სამუშაოები ტროტუარებზე დარჩება.

„საგზაო სამუშაოები გამზირზე იანვრის თვის ბოლოს დასრულდება, ხოლო შემდეგ - ტროტუარზე, გარკვეულ მონაკვეთებზე, სამუშაოები და მაქსიმუმ მარტის შუა რიცხვებში სრულად იქნება ყველანაირი სამუშაო დასრულებული. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, მოსახლეობა შეცდომაში რომ არ შევიყვანოთ, იანვრის ბოლოდან გამზირზე საგზაო მიმართულებით შეზღუდვა აღარ იქნება, მოძრაობა ორმხრივად განხორციელდება. დარჩენილი იქნება ტროტუარზე სამუშაოები, რომელსაც მარტის შუა რიცხვებამდე დავასრულებთ“, - განაცხადა ბენდელიანმა.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები