ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში წარადგინა ცვლილებების პაკეტი, რომლის თანახმადაც მთავრობა ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ცვლის.
„ეკონომიკური ზრდის ტენდენცია უფრო მაღალი გვაქვს ვიდრე დაგეგმილი იყო. შესაბამისად ველოდებით, რომ ნაცვლად 5,2%-ისა ეკონომიკა საბაზისო სცენარით 6%-მდე გაიზრდება.თუმცა როგორც ყოველთვის შედარებით კონსერვატიულად ვფიქრობთ წლის მეორე ნახევარზე, რადგან არ გვინდა ზედმეტად ოპტიმისტური გამოვიდეს. თუმცა წარმოდგენილია ოპტიმისტური სცენარიც, სადაც უკვე ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 7,3% გამოდის“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
ფინანსთა მინისტრის შეფასებით, აქციების ნაწილი დიდად ვერ მოქმედებს ეკონომიკურ ზრდაზე, თუმცა ეს უფრო მეტად მოქმედებს ტურისტულ სექტორზე.
„ვისაც მცირე ზომის სასტუმროები აქვთ, მსგავს ბიზნესებზე აქციები მოქმედებს. თუმცა მათი წილი ეკონომიკაში დიდი არ არის და მსგავსი თემა მოკლევადიანია და დიდ რღვევებს ვერ მოიტანს, მაგრამ თუ ეს იქნება გრძელვადიანი, თავისი ეფექტი ექნება“, - აღნიშნა კაკაურიძემ.
შეგახსენებთ, რომ აქამდე ბიუჯეტით განსაზღვრული იყო 5.2%-იანი ეკონომიკური ზრდა და საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტს 86 მილიარდი ლარისთვის უნდა მიეღწია
ფინანსთა სამინისტროს მიერ წარდგენილი განახლებული პროგნოზით, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკა 6%-ით გაიზრდება, მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა კი 87.7 მილიარდი ლარი იქნება.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება