USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
წელს რკინიგზის ტვირთბრუნვა 13.8 მილიონ ტონას მიაღწევს - Galt & Taggart-ის პროგნოზი

წელს რკინიგზის ტვირთბრუნვა 13.8 მილიონ ტონას მიაღწევს - Galt & Taggart-ის პროგნოზი

2023-12-11 18:33:42

Galt & Taggar-ის პროგნოზით, 2023 წელს საქართველოს რკინიგზის შემოსავლები $245 მლნ-ს, ხოლო გადაზიდული ტვირთების მოცულობა 13.8 მილიონ ტონას მიაღწევს.

საქართველოს რკინიგზის შემოსავლები 2023 წლის 9 თვეში წლიურად 11.9%-ით გაიზარდა და $184.7 მლნ შეადგინა.

ზრდა ძირითადად ლოჯისტიკური სერვისებისა და მგზავრთა გადაყვანით მიღებულმა შემოსავლებმა განაპირობა (+28.9% წ/წ და +89.5% წ/წ, შესაბამისად).

„ამასთან, სატვირთო გადაზიდვებიდან მიღებული შემოსავლები, რომელიც ჯამური შემოსავლების 67.5%-ს შეადგენს, წლიურად მხოლოდ 2.8%-ით გაიზარდა $124.6 მლნ-მდე. ამავდროულად მნიშვნელოვნად 30.6%-ით გაიზარდა საქართველოს რკინიგზის საოპერაციო ხარჯებიც ($145.9 მლნ), რაც ძირითადად ხელფასების 39.2%-იან ზრდას უკავშირდება. ხარჯების ზრდამ EBITDA-ს 15.1%-იანი წლიური კლება განაპირობა $62.3 მლნ-მდე 2023 წლის 9 თვეში. შესაბამისად, 2023 წლის 9 თვის მონაცემებით, EBITDA მარჟა 33.7%-მდე შემცირდა, როცა 2022 წლის იმავე პერიოდში 44.5%-ს შეადგენდა.

2023 წლის 9 თვეში გადაზიდული ტვირთების მოცულობა წლიურად 5.9%-ით შემცირდა და 10.3 ტონა შეადგინა, რაც ნაწილობრივ გასული წლის მაღალ ბაზას უკავშირდება. ჯამური მოცულობის კლება მშრალი ტვირთების 11.4%- იანმა შემცირებამაც განაპირობა, რომლის წილიც მთლიანი ტვირთების 63.9%-ს შეადგენს.

ამავდროულად, თხევადი ტვირთები (მთლიანის 36.1%) წლიურად 5.6%-ით გაიზარდა და 3.7 მლნ ტონა შეადგინა, რამაც ნაწილობრივ დააკომპენსირა შემცირება მშრალი ტვირთების ტრანსპორტირებაში . ჩვენი მოლოდინით, 2023 წელს საქართველოს რკინიგზის შემოსავლები $245 მლნ-ს, ხოლო გადაზიდული ტვირთების მოცულობა 13.8 ტონას მიაღწევს“, - ნათქვამია Galt & Taggar-ის მიმოხილვაში.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები