USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
წელს 3500 ტონა მოცვის ექსპორტი განვახორციელეთ, რაც დაახლოებით 20 მილიონი დოლარის ღირებულებისაა - ოთარ შამუგია

წელს 3500 ტონა მოცვის ექსპორტი განვახორციელეთ, რაც დაახლოებით 20 მილიონი დოლარის ღირებულებისაა - ოთარ შამუგია

2023-12-24 02:02:00

დღეს დაახლოებით 15-მდე პროექტია, რომელსაც სოფლის მეურნეობის სააგენტო ახორციელებს და მათ შორისაა „დანერგე მომავალი“, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ  განაცხადა.

„ამ პროექტების ფარგლებში, ჩვენ უკვე კონკრეტული, ძალიან ხელშესახები შედეგები გვაქვს და გარკვეული გათვლები გვაქვს გაკეთებული, თითოეული პროექტის ფარგლებში რა შედეგებს უნდა ველოდოთ მომავალში. მაგალითად, „დანერგე მომავლის“ ფარგლებში, 22 000 ჰექტარი ახალი ინტენსიური ბაღი გავაშენეთ. ამ პროგრამის წარმატების კარგი მაგალითია მოცვი, რომელიც სრულიად ახალი კულტურა იყო. წელს 3500 ტონა მოცვის ექსპორტი განვახორციელეთ, რაც დაახლოებით 20 მილიონი დოლარის ღირებულებისაა. ეს გასულ წელთან შედარებით, სამჯერ მეტია. მომავალ წლებში დაახლოებით 20 000 ტონა მოსავალს ველოდებით, რომლის საექსპორტო ღირებულება 80-100 მილიონი დოლარია“, - აღნიშნა მინისტრმა.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები