USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ტრანსკასპიურ მარშრუტზე ტვირთების გადაზიდვის მოცულობა 2022 წელს 2,5-ჯერ გაიზარდა

ტრანსკასპიურ მარშრუტზე ტვირთების გადაზიდვის მოცულობა 2022 წელს 2,5-ჯერ გაიზარდა

2023-02-08 17:30:18

2022 წელს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR) გასწვრივ ტვირთების გადაზიდვის მოცულობა 2021 წელთან შედარებით 2,5-ჯერ გაიზარდა და 1,5 მილიონ ტონას მიაღწია,

ამის შესახებ ყაზახეთის სარკინიგზო ოპერატორის „ყაზახეთის თემირ ჟოლის“ (KTZ) პრესსამსახური იტყობინება.

გარდა ამისა, ამ დერეფნის გასწვრივ ტრანსპორტირებულია 33,6 ათასი TEU (კონტეინერი 20 ფუტის ეკვივალენტში), რაც 2021 წლის მაჩვენებელზე 33%-ით მეტია.

იმავდროულად, საერთაშორისო ასოციაციის პროგნოზით, ტრანსკასპიურ მარშრუტის გასწვრივ 2022 წელს  ტვირთის გადაზიდვის მაჩვენებელი 6-ჯერ (3.2 მილიონი ტონამდე) უნდა გაზრდილიყო. საკონტეინერო ტრანსპორტირების გეგმა ითვალისწინებდა ზრდას 50 ათასი TEU-მდე, რაც 2-ჯერ მეტია 2021 წელთან შედარებით.

ყაზახური მედიის ცნობით, 8 თებერვალს ალმათში TITM ასოციაციის გენერალური კრების სხდომა გაიმართა, რომლის დროსაც მონაწილეებმა ასოციაციის 2022 წლის საქმიანობის შედეგები შეაფასეს.

შეხვედრაზე TITR-ში ტვირთების მოზიდვისა და საკონტეინერო მიმოსვლის განვითარების სამუშაოების ეფექტურობის გაზრდის საკითხები განიხილეს.

„მიღწეულია შეთანხმებები 2023 წლისთვის მარშრუტის გასწვრივ ტვირთის გადაზიდვის მოცულობის გაზრდაზე. ამასთან განიხილეს რეგულარული შატლ- მატარებლის მოძრაობის საკითხი, რომელსაც  ფიქსირებული გრაფიკი ექნება და ერთიანი სატრანზიტო პროდუქტის სტატუსს მიიღებს“, - აღნიშნავს KTZ.

რკინიგზის ოპერატორის ინფორმაციით, 2022 წელს TMTR-ით ყაზახეთის საქონლის ექსპორტი 6,5-ჯერ  - 891 ათას ტონამდე გაიზარდა.

ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი,  იგივე „შუა დერეფანი"  საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანია, რომელიც ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოსა თურქეთს შემდგომ ევროპის ქვეყნებს უკავშირდება.

დერეფნის ნაწილია „ბაქო-თბილისი-ყარსის“ რკინიგზა.

შეგახსენებთ, რომ ყაზახეთმა, აზერბაიჯანმა, საქართველომ და თურქეთმა ტრანსკასპიური მარშრუტის განვითარების მიზნით, გასულ წელს 2022-2027 წლების საგზაო რუკა დაამტკიცეს, რათა ამ მარშრუტზე საცობების პრობლემა მოგვარდეს.

მოსალოდნელია, რომ შეთანხმებების განხორციელების შემთხვევაში 2025 წლისთვის, შუა დერეფნის გამტარუნარიანობა 10 მილიონ ტონამდე გაიზარდოს. 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები