USD 2.8378

EUR 2.9317

TRY 0.0789

GBP 3.5237

RUB 0.028576

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ტყის მოცვის ღვინო „ოქროველი“ მაღალმთიანი აჭარიდან - ევროპაში ექსპორტისთვის ემზადება

ტყის მოცვის ღვინო „ოქროველი“ მაღალმთიანი აჭარიდან - ევროპაში ექსპორტისთვის ემზადება

2023-05-27 11:00:25

 

„ოქროველის“ ბრენდით ტყის ღვინო მაღალმთიან აჭარაში 2021 წლიდან იწარმოება. წარმოების სიმცირის გამო ექსპორტი ევროპაში ოფიციალურად ჯერ არ დაუწყია, თუმცა რამდენიმე საცდელი პარტიის გაგზავნის შემდეგ ბიზნესმენმა და ფერმერმა როდამ ოქროპირიძემ ევროპელი პარტნიორებისგან პირველი შემოთავაზება მიიღო.

როგორც მან Business Insaider Georgia- თან საუბრისას აღნიშნა, ნედლეულის სიმცირის გამო წინა წელს წარმოების ზრდა ვერ შეძლო, თუმცა წლევანდელი მოსავალი ამ მხრივ საიმედოა.

„ვგეგმავთ, რომ წარმოება გავზარდოთ და 30 000-მდე ბოთლი „ოქროველი" ჩამოვასხათ. ეს უკვე გარანტირებული რეალიზაციის საშუალებას მოგვცემს. ევროპელი პარტნიორები ჩვენს პროდუქციას შარშანაც ელოდნენ, მაგრამ მხოლოდ მცირე პარტია გავაგზავნეთ, რასაც ოფიციალური ფორმა არ ჰქონდა. ევროპისთვის მთავარი პირობა უწყვეტი მომარაგებაა, რაც წინა წლებში ვერ შევასრულეთ, თუმცა ვფიქრობთ, რომ ამჟამად გამოგვივა.

მსგავსი წარმოება საქართველოში იშვიათობაა, ერთ-ერთი პირველები ვართ სამშობლოში და მთლიანად ამიერკავკასიაშიც. ევროპა ამ პროდუქტს კარგად იცნობს, წარმოების ზრდისა და განვითარების შემთხვევაში უცხოურ ბაზრებზე საკმაოდ მყარად მოვიკიდებთ ფეხს, მთავარია, ნედლეულის პრობლემა მოგვარდეს", - ამბობს როდამ ოქროპირიძე.

მისი ინფორმაციით, წელს მოცვის ღვინოს გაყიდვას პოლონეთს ადა იტალიაში გეგმავს. წარმოების ზრდის შემთხვევაში კი საწარმო სტაბილურად 10 ადამიანის დასაქმებას შეძლებს.

ფერმერს მთიან აჭარაში გაშენებული აქვს მეურნეობა, სადაც კულტურული ლურჯი მოცვის ბაღი მოჰყავს. ბაღის მოცულობა 15 ჰექტარს მოიცავს.

გარდა ამისა, ბიზნესმენი ციხისძირში მსხვილ საწარმოს ფლობს. კენკროვანი კულტურების გადამამუშავებელი კომპანია „ნომა“ 2011 წელს შეიქმნა.

პროდუქტი 100%-ით ექსპორტზე გადის. მათ შორის, რუსეთში, თურქეთსა და ევროპის ქვეყნებში - გერმანიაში, პოლონეთსა და იტალიაში.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები