USD 2.8761

EUR 2.9929

TRY 0.0804

GBP 3.5776

RUB 0.029468

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თორნიკე რიჟვაძე ბულგარეთის ელჩს შეხვდა

თორნიკე რიჟვაძე ბულგარეთის ელჩს შეხვდა

2024-02-28 16:48:00

თორნიკე რიჟვაძემ ბულგარეთის მთავრობას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრაზე განიხილეს ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. ბულგარეთი საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია. ქვეყნებს შორის თანამშრომლობა მოიცავს ეკონომიკურ, კულტურულ, საგანმანათლებლო და ტურიზმის მიმართულებებს.
შეხვედრაზე, ხაზი გაესვა ორი ქვეყნის ნაყოფიერ თანამშრომლობას არაერთი მიმართულებით. განსაკუთრებით აღინიშნა შავი ზღვის პოტენციალის გამოყენების მნიშვნელობა და ამ პროცესში, რეგიონული თანამშრომლობის აუცილებლობა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები