USD 2.8378

EUR 2.9317

TRY 0.0789

GBP 3.5237

RUB 0.028576

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
TOP 5 ტექნიკის მაღაზია საქართველოში - ვინ არიან მფლობელები

TOP 5 ტექნიკის მაღაზია საქართველოში - ვინ არიან მფლობელები

2023-06-24 02:14:33

Business Insider Georgia-თვის საქსტატის მიერ მიწოდებული ინფორმაციით, 2022 წლის წინასწარი მონაცემებით, ბრუნვის მიხედვით შემდეგი TOP 5 საყოფაცხოვრებო და საკომუნიკაციო ტექნიკის მაღაზიების ქსელი გამოიკვეთა. 

  • შპს ტექნოჰაუს 
  • შპს აიპლიუსი
  • სს ელიტ ელექტრონიქსი
  • შპს ეიესბისი
  • შპს ალტა  რითეილი

(სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით) 

შპს ტექნოჰაუსის - 100%-ს თურქეთის მოქალაქე იუსუფ ბაშარი ფლობს. კომპანიის დირექტორი კი მეჰმეთ მელექი, რომელიც საქართველოს და თურქეთის მოქალაქეა.

შპს აიპლიუსის - 50% რამაზი შეყილაძე, ხოლო 50% შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს კაიაკი ფლობს. შპს კაიაკის 100%-ს მამუკა მარღიშვილი ფლობს. 

სს ელიტ ელექტრონიქსს - სამეთვალყურეო საბჭო მართავს, რომლის თავმჯდომარე/წევრია: ისრაელის მოქალაქე დორი გროსმანი. კომპანიის დირექტორია - ლადო ჯობავა. 

შპს ეიესბისის 100% -ს - კვიპროსზე რეგისტრირებული ASBISC Enterprises PLC, HE ფლობს, ხოლო კომპანიას რუსეთის მოქალაქე ანზორ ლომიძე ხელმძღვანელობს. 

შპს ალტა  რითეილის 100%-სშეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ალტა ფლობს. კომპანიის დირექტორია გიორგი ჟურული. 

ბიზნეს რეესტრის მონაცემებით გამოიკვეთა, რომ 2022 წელს ბრუნვის მიხედვით TOP 5 კომპანიიდან სამში საკონტროლო პაკეტს უცხოეთის მოქალაქეები ფლობენ. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები