USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
TOP-5 ქვეყანა, სადაც საქართველო მარილს ყიდულობს

TOP-5 ქვეყანა, სადაც საქართველო მარილს ყიდულობს

2024-04-09 13:00:00

მარილის იმპორტი 1%-იან ზრდას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში ქვეყანამ 19,493.89 ტონა მარილი იყიდა რაშიც 1,625.05 ათასი დოლარი გადაიხადა. 2023 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით კი ქვეყანაში 19,319.20 ტონა მარილის იმპორტი განხორციელდა, რის გამოც ქვეყნიდან 1,732.56 ათასი დოლარი გავიდა.

ქვეყანაში იმპორტირებული მარილის 71%-ი ქვეყანაში თურქეთიდან შემოვიდა. 2024 წლის პირველ ორ თვეში ქვეყანაში მარილის იმპორტი 12 ბაზრიდან განხორციელდა.

TOP-5 ქვეყანა, სადაც საქართველო მარილს ყიდულობს:

  • თურქეთი - 13,892.97 ტონა,
  • ირანი - 4,242.26 ტონა,
  • აზერბაიჯანი - 1,077.58 ტონა,
  • ყაზახეთი - 132.00 ტონა,
  • რუსეთი - 70.84 ტონა.

ბოლო წლების სტატისტიკური მაჩვენებლებით ქვეყანაში მარილის იმპორტის რეკორდი 2022 წელს დაფიქსირდა, როდესაც ქვეყანამ 69,810.67 ტონა მარილი იყიდა. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები