USD 2.8403

EUR 2.909

TRY 0.0789

GBP 3.4964

RUB 0.028368

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
TOP - 5 კომპანია, რომელსაც საქართველოში მძიმე სპეცტექნიკა შემოაქვს

TOP - 5 კომპანია, რომელსაც საქართველოში მძიმე სპეცტექნიკა შემოაქვს

2023-07-14 11:01:45

საქართველოში ბრუნვის მიხედვით ყველაზე დიდი მძიმე სპეცტექნიკის (ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები, სატკეპნი მანქანები და სხვა) იმპორტიორი კომპანიები ცნობილია. 

საქსტატის მიერ Business Insider Georgia-თვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად 2023 წლის პირველ კვარტალში ბრუნვის მიხედვით შემდეგი TOP - 5 კომპანია გამოივეთა: 

  • ბორუსან მაქინა ვე გუჩ სისტემლერი სანაი ვე თიჯარეთ სს–ის საქართველოს წარმომადგენლობა
  • შპს "Suez Distribution"
  • შპს ელიტ მოტორსი
  • შპს თეგეტა მოტორსი
  • შპს თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთ

(რეიტინგი არ არის დალაგებული ბრუნვის მიხედვით)

ბორუსან მაქინა ვე გუჩ სისტემლერი სანაი ვე თიჯარეთ სს–ის საქართველოს წარმომადგენლობა. უცხოური კომპანიის ფილიალი. დამფუძნებელი - სააქციო საზოგადოება სს ბორუსან მაქინა ვე გუჩ სისტემლერი სანაი ვე თიჯარეთი. დირექტორი - ბაშარ გუვენი. 

შპს "Suez Distribution"- შპს 2011 წელს დაფუძნდაკომპანიის 100%-ს აზერბაიჯანის მოქალაქე ნემატ მამმადოვი ფლობს. 

შპს ელიტ მოტორსი - 2008 წელს დაფუძნდა. კომპანიას ორი მფლობელი ჰყავსივანე რუაძე - 50%; გიგა ქათამაძე,  50%. 

შპს თეგეტა მოტორსი -  2001 წელს დაფუძნდა, რომელსაც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს თი ჯი ემ ჯგუფი 98.78%  და თემურ კოხოძე 1.22% ფლობენ. 

შპს თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთ - შპს 2007 წელს დაფუძნდა, კომპანიის 100%-ს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება თეგეტა მოტორსი ფლობს. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები