USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
TOP-3 პროდუქტი, რომელიც ივლისში გაიაფდა

TOP-3 პროდუქტი, რომელიც ივლისში გაიაფდა

2023-08-03 12:30:42

წლიურ ჭრილში ყველაზე მეტად ტრანსპორტის მომსახურება გაიაფდა, საუბარია ამ ჯგუფში ფასების 12.1%-იან კლებაზე. საქსტატის ინფორმაციით, ჯგუფში ფასები შემცირდა 12.1 პროცენტით, რაც -1.53 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები შემცირებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-18.6 პროცენტი). ამასთან, ფასები გაზრდილია სატრანსპორტო მომსახურებაზე (3.8 პროცენტი);

წლიურ ჭრილში მეორე ადგილზეა ჯანდაცვა. ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 6.9 პროცენტიანი კლება, რაც -0.67 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები შემცირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (-17.3 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (12.5 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურებაზე (6.4 პროცენტი).

ხოლო 3%-იან ფასების კლებას აფიქსირებს კავშირგაბმულობის ჯგუფი. 

რაც შეეხება თვიურ ჭრილს, 2023 წლის ივლისში ივნისთან შედარებით ყველაზე მეტად ფასებმა ავეჯის, საოჯახო ნივთების, სახლის მოვლის ჯგუფში დაიკლო, , რაც -0.11 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე. ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საჭიროების საქონელი და მომსახურება (-4.5 პროცენტი), საოჯახო საფეიქრო ნაწარმი (-1.9 პროცენტი), მინის ჭურჭელი, მაგიდის და საოჯახო ჭურჭელი (-1.0 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ავეჯი, საოჯახო ნივთები, ხალიჩები და სხვა იატაკის საფარი (4.9 პროცენტი), ინსტრუმენტები, მოწყობილობა და ტექნიკა სახლისა და ბაღისთვის (1.3 პროცენტი);

მეორე ადგილზეა ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები შემცირდა 2.0 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.09 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების კლება დაფიქსირდა როგორც ფეხსაცმლის (-3.9 პროცენტი), ისე ტანსაცმლის (-1.3 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;

მესამე პოზიციას კი ჯანმრთელობის დაცვა აფიქსირებს, ამ ჯგუფში ფასებმა ერთ თვეში საშუალოდ 0,5%-ით დაიკლო.
 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები