ენერგეტიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილე რომეო მიქაუტაძემ მონაწილეობა მიიღო სამუშაო შეხვედრაზე განახლებადი ენერგიის დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის შესაძლებლობების შესახებ,რომელიც საქართველოში USAID – ის (აშშ - ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო) ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს ასევე მიესალმა USAID - ის საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ჯონ პენელი.
რომეო მიქაუტაძის განცხადებით, განახლებადი ენერგიების ათვისება ჩვენიენერგეტიკული პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, რადგანსწორედ ამ გზითაა შესაძლებელი მდგრადი, უსაფრთხო და დამოუკიდებელი ენერგეტიკული სექტორის ჩამოყალიბება. მისი თქმით, ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შექმნა, რომელიც ემსახურება სახელმწიფოს ძირითადი ინტერესების განხორციელებას.
„საქართველოს მთავრობა აქტიურად უჭერს მხარს კერძო სექტორის გაძლიერებასა და მის როლს ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების ამაღლებაში. მოგეხსენებათ, მთავრობამ მიიღო განახლებადი ენერგიების წახალისების ახალი სქემა. პირველი აუქციონი უკვე მიმდინარეობს. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო მეტი აქტიურობისკენ მათ, ვისაც აქვს პროექტები და ინტერესი, მონაწილეობა მიიღოს აუქციონებში. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ პროცესში ისაა, რომ თითოეული მეგავატის სიმძლავრის სადგურის მშენებლობით, იქნება ეს ჰიდრო, მზის თუ ქარის, ჩვენი ქვეყანა ძალიან დიდ ნაბიჯს გადადგამს თავისი ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გზაზე,"- განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს კერძო სექტორის წარმომადგენლებმა, განახლებადი ენერგიის დეველოპერებმა, ელექტროენერგიის მსხვილმა მომხმარებლებმა და ფინანსურმაორგანიზაციებმა. ისინი გაეცნენ დაფინანსების პოტენციური წყაროებს, იდენტიფიცირებულ ინოვაციურ სტრატეგიებს, საინვესტიციო რესურსებს და ფინანსურ საშუალებებს.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს12 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება