USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თინათინ ნიბლოშვილმა მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს 2023-2024 წლების  ანგარიში წარადგინა

თინათინ ნიბლოშვილმა მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს 2023-2024 წლების ანგარიში წარადგინა

2024-03-29 14:24:00

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ და გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელმა თინათინ ნიბლოშვილმა თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობის 2023-2024 წლების ანგარიში წარადგინა თბილისის საკრებულოს სხდომაზე  და საბჭოს მიერ საანგარიშო პერიოდშიგაწეული საქმიანობის შესახებ დეტალურად ისაუბრა.

თინათინ ნიბლოშვილმა საბჭოს საქმიანობიდან ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად ქალაქ თბილისისმუნიციპალიტეტის ორგანოებში სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების დოკუმენტის მიღებადაასახელა. დოკუმენტი, რომელიც დედაქალაქის საკრებულოსა და მერიაში სექსუალური შევიწროებისპრევენციისა და სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტზე შესაბამისი რეაგირების განხორციელებისსაკითხებსა და პროცედურებს არეგულირებს, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით მომზადდა.

საკრებულოს სხდომაზე თინათინ ნიბლოშვილმა ისაუბრა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისსაინფორმაციო კამპანიაზეარა ქალზე ძალადობას“,  რომელსაც საბჭო სახელმწიფო ზრუნვისა დატრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ბაზაზე არსებულ თბილისის კრიზისულცენტრთან თანამშრომლობით ახორციელებს.  ამავე კამპანიის ფარგლებში, გენდერული თანასწორობის საბჭო გასულ წელსაც შეუერთდა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიას, რომელიც მსოფლიო მასშტაბით 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით აღინიშნება ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის მიზნით.

ანგარიშის წარდგენისას თინათინ ნიბლოშვილმა აღნიშნა, რომ  საბჭოს მიერ გასულ წელს დაწყებულისაინფორმაციო კამპანია ,,შენი სიცოცხლე შენს ხელშია მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა დაის მიზანი ქალთა ონკოლოგიური დაავადებებისა და სკრინინგის  შესახებ ცნობიერების გაზრდა იყო.  მისივეთქმით,  კამპანია საბჭოს ინიციატივით, „ევროპა დონა საქართველოსადა ეროვნული სკრინინგ ცენტრისჩართულობით ხორციელდება და მის ფარგლებში არაერთი აქტივობა ჩატარდა.

თინათინ ნიბლოშვილმა  ანგარიშის წარდგენისას ყურადღება გაამახვილა საბჭოს ინიციატივით დაავადებათასკრინინგის პროგრამის შესახებ დაბეჭდილ საინფორმაციო ბროშურებზე,  რომლებიც  მომზადებულია ქართულ,  სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე, რაც   მიზნად ისახავდა  ეთნიკური უმცირესობებისათვისინფორმაციის მშობლიურ ენაზე მიწოდებას.

სხდომაზე თინათინ ნიბლოშვილმა ვრცლად ისაუბრა საბჭოს მიერ ქალი მსჯავრდებულებისრეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ხელშეწყობის მიზნით განხორციელებულ აქტივობებზე, რომელაც გენდერული თანასწორობის საბჭო მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრთანთანამშრომლობით ატარებს.

გამოსვლის დასასრულს თინათინ ნიბლოშვილმა ხაზი გაუსვა  საბჭოს ინიციატივითა და USAID-ისადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის მხარდაჭერით გასული წლის ბოლოს დაწყებული თანამონაწილეობითი გენდერული აუდიტის ჩატარებას. მისივე განმარტებით, რეკომენდაციები, რომლებსაც გენდერული აუდიტის ჩატარების შემდეგ USAID-ის ექსპერტები გასცემენ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნებაგენდერული თანასწორობის დამკვიდრებისათვის, საბჭოს სამომავლო მიზნებისა  და ამოცანებისთვის.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები