USD 2.8378

EUR 2.9317

TRY 0.0789

GBP 3.5237

RUB 0.028576

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Tether - ი საქართველოს ბლოქჩეინის ინფრასტრუქტურის განვითარებაში დაეხმარება - კომპანიასთან მემორანდუმი გაფორმდა

Tether - ი საქართველოს ბლოქჩეინის ინფრასტრუქტურის განვითარებაში დაეხმარება - კომპანიასთან მემორანდუმი გაფორმდა

2023-06-28 11:43:41

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და კომპანია Tether Operations Limited - ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. ხელმოწერას ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრო. მემორანდუმს ხელი მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა და Tether Operations Limited - ის ტექნოლოგიების ხელმძღვანელმა პაოლო არდოინომ მოაწერეს. მემორანდუმის თანახმად, კომპანია Tether - ი საქართველოს ბლოქჩეინის ინფრასტრუქტურის განვითარებაში დაეხმარება. 

მინისტრის მოადგილის ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, კომპანია Tether - ი დაინტერესებულია, საქართველოში ინვესტიციები განახორციელოს. ამ მიზნით, კომპანია ადგილობრივი სტარტაპებისთვის შექმნის სპეციალურ ფონდს, რომელიც მათ ბლოქჩეინ-ტექნოლოგიების განვითარებაში, საქართველოს კი, ტექნოლოგიური სტარტაპებისთვის მიმზიდველი ეკოსისტემის მქონე ქვეყნის სტატუსის პოზიციონირებაში დაეხმარება.

„ჩვენ ასევე შევთანხმდით თანამშრომლობაზე ბლოქჩეინ ტექნოლოგიის საგანმანათლებლო სფეროში, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში როგორც ადგილობრივი ბლოქჩეინ-ტექნოლოგიების განვითარებას, ასევე აღნიშნული პროფილის კომპანიების საქართველოში შემოყვანას" - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. მისი თქმით, აღნიშნული თანამშრომლობა იქნება მნიშვნელოვანი სტიმული ადგილობრივი სტარტაპ ეკოსისტემის შემდგომი განვითარებისთვის.

ღონისძიებას დაესწრო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დირექტორი ავთანდილ კასრაძე.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები