ელექტრომობილების ამერიკული მწარმოებელი Tesla ბერლინთან ახლოს გრუნჰეიდში მდებარე ქარხანაში თანამშრომლებს ხელფასს გაუზრდის.
ამის შესახებ კომპანიამ განაცხადა.
კომპანიის ცნობით, შარშან ანაზღაურების 6%-იანი ზრდის შემდეგ, მიმდინარე წელს ყველა დასაქმებულის ხელფასი კიდევ 4%-ით გაიზრდება. ზრდა ნოემბრის ხელფასებზე უკვე იქნება ასახული.
გარდა ამისა, 2024 წლის თებერვლიდან წარმოებაში თანამშრომლებს წლიური ხელფასი 2500 ევროთი გაეზრდებათ.
Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა პირადად მადლობა გადაუხადა 3 ნოემბერს გრუნჰეიდის ქარხნის თანამშრომლებს წარმოების გაშვებისა და ზრდის დროს თავდადებისთვის, ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
კომპანიის ხელმძღვანელობამ თანამშრომლებს ხელფასის გაზრდის შესახებ შიდა გუნდის შეხვედრაზე აცნობა.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში