Tegeta Approved- ,,თეგეტა ჰოლდინგის“ ახალი პროდუქტია, რომელიც მომხმარებლებს მაღალი ხარისხის მეორად ავტომობილებს სთავაზობს. პლატფორმა მაქსიმალურად უზრუნველყოფს ახალი და მეორადი ავტომობილების ყიდვა-გაყიდვის სიმარტივეს.
Tegeta approved- ზე წარმოდგენილი ავტომობილები სრულყოფილად შემოწმებულია, გაყიდვაშია 1-იდან 5 წლამდე გარანტიით და შეძენის გამარტივებული პროცედურებით გამოირჩევა.
როგორც კომპანიაში Business Insider Georgia - თან განმარტავენ, ფიზიკური პირებისგან შეძენილი ავტომობილებისგან განსხვავებით, სერვისი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ იძლევა საჭირო გარანტიას ავტომობილის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, მომხმარებელს ავტომობილის ისტორიის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას აწვდის და სხვა.
„მომხმარებელს ვთავაზობთ მაღალი ხარისხის, სრულყოფილად შემოწმებულ ახალ და მეორად ავტომობილებს, 1-იდან 5 წლამდე გარანტიითა და შეძენის გამარტივებული პროცედურებით. პლატფორმა Tegeta Approved-ზე განთავსებული ახალი თუ მეორადი ავტომობილი იდეალურ მდგომარეობაშია, შემოწმებულია „თეგეტა მოტორსის“ ექსპერტების მიერ, შეფასებულია 135-პუნქტიანი სისტემით და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მოჰყვება გარანტია, რომელიც მინიმუმ 1 და მაქსიმუმ 5 წლამდე მერყეობს.
აღნიშნულ ვებგვერდზე განთავსებული თითოეული ავტომობილი სუფთა ისტორიის მქონეა, ავტომობილთა ასაკი არ აღემატება 7 წელს, აღსანიშნავია ავტომობილების გარბენიც, რომელიც 160 000 კმ-ს არ აჭარბებს“, - აცხადებენ კომპანიაში.
როგორც კომპანიის წარმომადგენელი განმარტავს, სასურველი ახალი და მეორადი ავტომობილების შესაძენად Tegeta Approved-ზე შესაძლებელია უმარტივესად. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია ესტუმროს საიტს, დაათვალიეროს ავტომობილები, აირჩიოთ მოდელი და გააკეთოთ შეძენის მოთხოვნა ან თავად გამოცადოს - ჩაეწეროთ ტესტდრაივზე, რაც გადაწყვეტილების მიღების პროცესს კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის.
გარდა ამ სერვისებისა, Tegeta Approved მომხმარებელს მანქანის გაყიდვას ან გადაცვლასაც სთავაზობს. მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ თითოეულ მომხმარებლისთვის გარანტირებულია უსაფრთხოება, რომ თავიდან აირიდოს გაუთვალისწინებელი ხარჯები და სხვა უსიამოვნებები.
კომპანიის მხრიდან ერთ-ერთი მთავარი პირობაა, რომ ახალ პლატფორმაზე წარმოდგენილი მეორადი ავტომობილი მაღალი ხარიხისაა და მომხმარებელს გადახდილი თანხის სარფიანად ინვესტირების შესაძლებლობას აძლევს.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში