თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წლისთავთან დაკავშირებით უკრაინის სოლიდარობის აქციაზე მოქალაქეები იკრიბებიან.
აქციაში, სახელწოდებით - „ეს არის საქართველო - დიდება გმირებს“, საქართველოს მოქალაქეები, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები, ასევე საქართველოში მცხოვრები უკრაინელები უკრაინის მიმართ მხარდაჭერას დააფიქსირებენ.
ამ დროისთვის, მოქალაქეთა ნაწილი რუსთაველის მეტროსთან იკრიბება და პარლამენტთან დაგეგმილ უკრაინის სოლიდარობის აქციას მსვლელობით შემოუერთდება.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები. რუსთაველის გამზირზე გზა გადაიკეტა.
დედაქალაქის პარალელურად სოლიდარობის გამოსახატავად მოქალაქეები ბათუმსა და ქუთაისშიც იკრიბებიან.
ინტერპრესნიუსი
უახლესი
11 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს12 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება