USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თბილისში, ,,ტერასა ქიაჩელის“ პროექტში ბინების 84% გაყიდულია

თბილისში, ,,ტერასა ქიაჩელის“ პროექტში ბინების 84% გაყიდულია

2023-10-19 11:00:52

ქალაქის ცენტრში, ქიაჩელის ნომერ 15-ში, გამორჩეული არქიტექტურის საცხოვრებელი კომპლექსი Terrace Kiacheli • ტერასა ქიაჩელი ექსპლუატაციაში უახლოეს პერიოდში შევა.

პროექტმა, კონცეფციიდან გამომდინარე, დიდი ინტერესი გამოიწვია. შენობა თერთმეტსართულიანია, რომლის ნაწილი ქიაჩელის ქუჩაზე გამოდის, ნაწილი კი მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით ტერასულად ეშვება.

პროექტი მოიცავს როგორც საცხოვრებელ სახელს ისე საოფისე და კომერციულ ფართებს, მიწისქვეშა პარკინგს და გამწვანებულ ეზოს.

როგორც ,,ტერასა ქიაჩელის“ პროექტის მენეჯერი ზაზა  მაისურაძე Business Insider Georgia- თან ამბობს, ამ ეტაპზე ბინების დიდი უმეტესობა გაყიდულია.

„მშენებლობა ბოლო სტადიაშია და თვის ბოლოს ექსპლუატაციაში ჩაბარდება, სულ 38 ბინა იყო და 6 ბინაა დარჩენილი. კონცეფციიდან გამომდინარე, საინტერესო პროექტია, თუმცა რთული, ვინაიდან ქიაჩელის ქუჩა ურბანული თვალსაზრისით, ვიწრო განლაგებიდან გამომდინარე, სპეციფიკურია და დეველოპერული პროექტის განხორციელება გარკვეულ სირთულესთან იყო დაკავშირებული, მაგრამ გაამართლა. მიუხედავად იმისა, რომ პატარა ქუჩაა, ჩვენი შენობა არ აწვება, ტერასულად ჩადის სანაპიროს მიმართულებით“, - ამბობს ზაზა მაისურაძე,

პროექტის მენეჯერის ინფორმაციით, პროექტი გამორჩეულია თავისი უნიკალური დიზაინის საცხოვრებელი კომპლექსით, რომელსაც „ქიაჩელის რეზიდენსი“ თბილისის ცენტრში ავიტარებს.

კომპლექსი მოიცავს 2329/მ2 ფართობს, ეს არის მთავარი ადგილი, საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება. შენობა 11 სართულიანია, 6 სართული ქიაჩელის ქუჩისკენ, ხოლო მეხუთე სართული ტერასით მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროსკენ. კორპუსს აქვს 3 შესასვლელი და სულ 38 ერთეული ბინა. საცხოვრებელი ბინების ჯამური სასარგებლო ფართი 71,3 კვადრატული მეტრიდან 247,8 კვადრატულ მეტრამდე მერყეობს.

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები