2023 წლის პირველ ნახევარში, თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 20,026 ერთეული შეადგინა და წინა წლის პირველ ნახევართან შედარებით, უმნიშვნელოდ, 2%-ით შემცირდა. ბაზრის ზომა კი 5%-ით, 1.1 მილიარდ აშშ დოლარამდეა გაზრდილი.
Colliers Georgia-ს მონაცემებით, იანვარ-ივნისში თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 0.4%-იანი კლება ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2022 წლის პირველ ნახევართან შედარებით მაჩვენებელი 6%-ით შემცირდა.
წლის პირველ ნახევარში, თბილისში ახალაშენებულ პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 44%-ით გაიზარდა, მედიუმ სეგმენტში კი მაჩვენებლის 28%-იანი ზრდა დაფიქსირდა. რაც შეეხება ეკონომ სეგმენტს, ტრანზაქციების რაოდენობა 15%-ით შემცირდა, 7,890 ერთეულამდე.
2023 წლის 6 თვეში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 9%-ით გაიზარდა გარეუბნებში და ფართო ცენტრში, ქალაქის ცენტრში კი 7%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
საანგარიშო პერიოდში, თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 6%-ით გაიზარდა გარეუბნებში და ქალაქის ცენტრში, ფართო ცენტრში კი 3%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში